ყოფილი მშენებლობის მინისტრი, ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი, თემურ ჩარკვიანი თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახლობლები ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ბანკის ვალები გახდა, რომლის გამოც ბიზნესმენმა ქონება დაკარგა. ეს ვალები ჩარკვიანს წინა ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის შედეგად ჰქონდა, როდესაც მას იძულებით ჩაადებინეს თანხა სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაში სიღნაღში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.