31 მაისს მოსკოვში, ”კროკუს სიტი ჰოლში” არხ RU.TV-ს მუსიკალური პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესო ჯგუფის ნომინაციაში Quest Pistols, Дискотека "Авария", Винтаж, Serebroს და А-Студио იყო წარდგენილი. გამარჯვებულად სწორედ А-Студио დასახელდა, რომელთაც ჯილდო კრისტინა არბაკაიტემ გადასცა. კიბეზე ასვლისას ჯგუფის სოლისტი ქეთა თოფურია მოულოდნელად წაბორძიკდა და დაეცა.