მომღერალმა ლედი გაგამ სიმღერა Do What U Want ჯერ კიდევ 2013 წელს გამოუშვა, მაგრამ რატომღაც კომპოზიციისთვის გადაღებული ოფიციალური კლიპი არ გაუსაჯაროებია. ახლა კი ინტერნეტში ვიდეოს ნაწყვეტი მოხვდა და ნათელი გახდა, თუ რატომ შეიკავა თავი მომღერალმა მისი გამოქვეყნებისგან: ვიდეოში ლედი გაგა სრულიად შიშველია, კლიპი კი ეროტიკული სცენებითაა სავსე.
ვიდეოს რეჟისორი არანაკლებ სკანდალური ფოტოგრაფი ტერი რიჩარდსონია, რომლის ფოტოკამერის წინ პოპ-მომღერალი არაერთხელ გაშიშვლებულა.