მამაკაცი, რომელიც სილამაზის გამო საუდის არაბეთიდან გააძევეს (ფოტოები)

გაიცანით ომარ ბორკან ალ გალა – ფოტოგრაფი, მსახიობი და პოეტი ქალაქ დუბაიდან.

ის მიიჩნევა ერთ-ერთ მამაკაცად იმ სამიდან, რომლებიც საუდის არაბეთიდან ზედმეტი სიმპათურობის გამო გააძევეს.

რელიგიურმა პოლიციამ ომარი ერ რიადის ფესტივალზე შეამჩნია და ზედმეტი სილამაზის გამო დააკავა. „სათნოების გავრცელებისა და ცოდვის მოსპობის კომიტეტის” დავალებით რელიგიური პოლიცია საუდის არაბეთში აკონტროლებს ქალთა და მამაკაცთა შორის ქცევის წესებს, მოქალაქეთა ჩაცმულობასა, რელიგიური წეს-ჩვეულებების დაცვას და ა.შ.

კონსერვატიული შეხედულებების სამეფოში მეტად მკაცრი წესები მოქმედებს: ქალების სხეულს მთლიანად უნდა ფარავდეს ტანსაცმელი, მათ ეკრძალებათ უცნობ მამაკაცებთან ლაპარაკი. სექსი ქორწინების გარეშე ისჯება, ზოგჯერ სიკვდილითაც.

პოლიციას შეეშინდა, რომ ამ სამი მამაკაცის გარეგნობა ქალებში სიყვარულს გამოიწვევდა და არასათანადო ქცევისკენ უბიძგებდა.

ომარის ბორქან ალ გალას გლამურული ფოტოები უხვადაა მისი ფეისბუქის გვერდზე. ამ ამბების შემდეგ ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა.












წყარო: nkreative.blogspot.com