მარინა ბერიძე - "ბიორკს მაგონებს. ზევით რომ ადის, ხმაში რკინა მოჰყვება"


"ეს გოგო "X ფაქტორის" ყველაზე ძლიერი შემსრულებელია" - ეს სიტყვები სტეფანემ სოფი სააკშვილის მისამართით თქვა.
სოფი მარინა ბერიძის ფავორიტია. მან PrimeTimeNews-თან ფავორიტ კოკურსანტზე კომენტარი გააკეთა.


მარინა ბერიძე: ამდენი წელია ჟიურიში ვარ, მე ასეთი ვოკალი დიდი ხანია არ მომისმენია. როგორც პროფესიონალი, ვგიჟდები სოფიზე. უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს. ჭკუა და ინტელექტი აქვს, რაც დიდი იშვიათობაა. ინდივიდუალიზმი აქვს. მაღლებში ბიორკს მაგონებს. ზევით რომ ადის, ხმაში რკინა მოჰყვება. ვგიჟდები ისე მომწონს. პირველად პირი რომ გააღო, ამის მომსწრე მე ვარ. "სლავიანსკი ბაზარზე" ვიყავით. ხუთი წლის იქნებოდა. დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. მან ან ბერკლიში უნდა ისწავლოს ან ჯულიარდში.


http://primetimenews.ge/