გერმანიის ნაკრებმა პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ანგარიშით 4:0 დაამარცხა. გერმანიის ნაკრების მილიონობით გულშემატკივართა შორის თავი გამოიჩინა ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, რომელიც სხვა ფანების მსგავსად ემოციებს არ მალავდა ტრიბუნებზე. მისი ემოციური გულშემატკივრობისას გადაღებულმა ფოტომ ფეხბურთის ფანები კიდევ უფრო ლოიალურად განაწყო გერმანელი პოლიტიკოსის მიმართ.