ორი დღის წინ, ''კომედი არხზე'' გადაცემა ''ფეისნუკის'' შევავლე თვალი და ჰოი, საოცრებავ, ჩაცმული მერსი სულხანიშვილი ვნახე. კდემამოსილი მერსი ნუკის პირდაპირ სავარძელში იჯდა და ხელში წითელ ბიუსტჰალტერს ატიალებდა. როგორც შემდეგ გავარკვიე, მისთვის გამოუსადეგარი ნივთი ნუკიმ ოპერატორების დაჟინებული თხოვნით უსახსოვრა. ბიუსტჰალტერს უზარმაზარი ბოქლომი მოჰყვა, სავარაუდოდ გადაცემის მესვეურნი ამით მერსის სამომავლოდ მკერდის დამალვას სთხოვდნენ.
ამავე გადაცემაში მაშინ, როდესაც ნუკიმ მერსის ვანო მერაბიშვილის ფოტო აჩვენა და მის გემოვნებაზე კითხვა დაუსვა, სკანდალურმა ბლოგერმა ძველი მთვარობიდან მიშა სააკაშვილის გემოვნების მისამართით გამოხატა სიმპათია და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში აღარ არის, თვალს მოაკლდა, ტელვიზორის ჩართვა აღარ უნდა.
მერსის დავუკავშირდით და ექსპრეზიდენტის შესახებ რამოდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- მერსი, ნუკი კოშკელიშვილის გადაცემაში გიყურეთ, ბიუსტჰალტერი გაჩუქეს ბოქლომით. გაიკეთე თუ საპატიო ადგილას ინახავ?
- (იცინის) საპატიო ადგილას შევინახე, რა თქმა უნდა, თავისი ბოქლომით.
- გამოდის, არ ეღირსა შენ მკერდს საფარი…
- ჰო, არა და არა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისე კი, ჩემ მკერდს ყოველთვის ამშვენებს ბიუსტჰალტერი, როცა საჭიროა და ამას სამოსი მოითხოვს.
- გისმინე, ექსპრეზიდენტი ყველაზე გემოვნებიან პოლიტიკოსად რომ დაასახელე. იხუმრე თუ…?
- არ მიხუმრია, სრული სერიოზულობით ვთქვი. მიშა სააკაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკოსია მსოფლიოში, რომელმაც ზუსტად იცის როდის, სად და როგორ ჩაიცვას.
- ამავე გადაცემაში მიშა სააკაშვილის დაბრუნებას მოითხოვდი, მთელი სერიოზულობით, თუ არ ვცდები…
- მოდი ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ზოგადად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მთავრობას ირჩევს ხალხი, თუ დღეს მთავრობას აღარ მართავს, ეს ხალხის გადაწყვეტილებაა. პოლიტიკოსობა რომ მდომებოდა, საერთაშორისოზე გავაგრძელებდი სწავლას.
- მაგრამ ნუკის გადაცემაში ხომ ითხოვდი მიშა სააკაშვილის დაბრუნებას?
- არაფერს არ ვითხოვ, უბრალოდ აზრი გამოვხატე, ის რომ, შეცდომების მიუხედავად ბევრი რამ კეთდებოდა. პოლიტიკაში არ ვერევი, ახლაც ცვლილებები ხორციელდება უკეთესობისკენ. ეს კარგია. გადაცემა შოუა, ასე რომ…
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის