"მიშას მათრახი" და "შიზოფრენიკი ერი"

"მიშას მათრახი" და "შიზოფრენიკი ერი" - ანუ რამ დაასრულა "ნაციონალების" ყოფნა მთავრობაში

ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სათაურით "მიშას მათრახი", სადაც განმარტავს თუ რამ მიიყვანა ყოფილი ხელისუფლება დამარცხებამდე. თარგამაძე ქართველი ერის მანკიერებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხსნა ქვეყნის სათავეში კვლავ "ნაციონალების" მოსვლაშია.

"მიშას მათრახი


მოვიდა მიშა პრეზიდენტად, სრულიად დანგრეულ, ჩამოგლეჯილ, აყროლებულ ქვეყანაში სადაც ყველაფერი შესაცვლელი იყო. ყველაფერში მართლა ყველაფერს ვგულისხმობ, თვითონ ხალხიც კი შესაცვლელი იყო, მათ შეგნებას და კულტურას ვგულისხმობ. ეხლა ბევრი დამიწყებს კაჩაობას ჩვენს კულტურას ნუ ეხებიო. მე კი დარწმუნებული ვარ რომ მიშა სწორედ ქართულმა აზიატურმა კულტურამ ჩამოაგდო! მოდით ასე ვთქვათ: ნამდვილი ქართული ევროპული კულტურა სხვა არის და მისი მატარებელი ძალიან ცოტაა ამ ქვეყანაში და არის მეორე ქართული კულტურა რომელიც გაჟღენთილია ცინიზმით, უხეში მანერებით, საქციელით, ვიპენდრუხობით, მარტო ენის მოფხანვით და ასეთი კულტურის მატარებელი ქართველები გაცილებით მეტია ამ ქვეყანაში. სწორედ ამის მიზეზია ის რომ მიშას ვერ გაუგეს ან არ გაუგეს. მიშამ იცოდა რა ხალხთან ქონდა საქმე და ძალიან სარისკო საქმეს მოკიდა ხელი. ამ საქმეს მოდით პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი "აღმზრდელიბითი საქმე" ერქვა. ვისაც გინდათ გეწყინოთ მაგრამ ეგრეა და მე 9 წელი ამ ყველაფერს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი. დაიწყო მიშამ იმით რომ ჯერ მოაშორა ქვეყანას ყველაზე რადიკალური და საზოგადოებისთვის საშიში ფენა ანუ კრიმინალები, ქურდები მკვლელები და ასე შემდეგ რაც ოხრად და ვალამ გვყავდა. მერე შეუდგა ხალხის მოთვინიერებას. აი მაგალითად გზაზე რო თურქებივით დაიარებოდნენ მანქანები და ერთმანეთს უსწრებდნენ, ან შუქნიშანთან ხაზის მიღმა კი არა ხაზის გარეთ რო ატორმუზებდნენ და ფეხით გადამსვლელ მოქალაქეს ფეხები რო უკანკალებდა ხო არ დამარტყავსო, მერე ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა გვაიძულა და წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები დაგვიწესა, რაზეც დაბალი კულტურის მატარებელი ქართველების კვნესა და ოხვრა მოყვა გეგონება დისნეილენდში ცხოვრობდნენ და აბა ავიდა იკატავა ზემოთ ქვემოთ. 

ვაკვირდებოდი ხალხის რეაქციას, როცა მიშა ახალ ახალ კანონებს გვიწესებდა და მაგრა ვხალისობდი ხალხის უსუსურ რეაქციაზე და მეცინებოდა))) ყვითელ გველებს რო ეძახოდნენ გახსოვთ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს? მოკლედ ნელ ნელა გვაიძულა და შეგვაჩვია იმას რაც სწორია! ერთხელ ავტობუსით ვმგზავრობდი, გაზაფხული იყო და ქალაქში ბურთის მაგვარი შიგ ყვავილები ჩარგული დეკორაციებით მორთეს ქალაქი. ერთმა ქალმა რო დაინახა ასეთი რამ თქვა: "ეს დეგენერატი შეხედეთ ერთი რეები დაგვიდგა ქალაქშიო" მაშინვე მივხვდი რომ მიშას არაფერი გამოუვიდოდა და ამ ხალხის თავში ვერაფერს შეცვლიდა. ანუ დააკვირდით რამხელა ზიზღი და დისკომფორტს გრძნობდა ხალხი ყველაფერი იმის მიმართ რაც საინტერესო და ლამაზია ქვეყნისთვის. ზოგჯერ ვფიქრობდი რომ ამ ხალხს საკუთარი თავის მეტი არავინ არ უყვარდათ და დღესაც ეგრეა. 

მერე მიშას მთავრობამ დააწესა ჯარიმები იმ პირების მიმართ ვინც ნაგავს გადაყრიდა მგზავრობისას ტრანსპორტიდან. რეაქცია უნდა გენახათ "ეს დამპალი რას გვიშვებაო, უყურე შენ?" ანუ ხვდებით რას აპროტესტებდნენ? დაბალი მატარებლის კულტურას! რო ვეკითხებოდი რატო ნერვიულობთ ასე მეთქი პასუხად ისეთ

სასაცილო რამეს მეუბნებოდნენ ერთი ორჯერ კინაღამ ამოვტრიალდი სიცილიზგან: "რაო ერთი კამფეტის ნაჩუჩი ვერ გადამიგდია ფანჯრიდანო? მოკლედ კბილებით იცავდნენ იმას რაც უკულტურობა ქვია! მერე კიდევ უფრო სასაცილო იყო ღვედების გაკეთება რო მოგვთხოვეს მანქანებში ჩვენივე უსაფრთხოებისთვის და ამას ისეთი ვაი ვაგლახი მოყვა გეგონება მიშას უსაფრთხოებას ვიცავდით არიქა შარვალი არ ჩაუვარდესო.ეს როგორ მაკადრეს მე ქართველ ხიხოს ღვედის შემოჭერაო? თან რო დავაკვირდი თავიდან რას აკეთებდნენ, უბრალოდ ღვედი ქონდათ გადმოგდებული მხრებზე რომელიც არ იყო მიმაგრებული ანუ მაინც კანონის წინააღმდეგ და საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ნუ იმაზე აღარ ვლაპარაკობ უმიზეზოდ ავტობუსის გაჩერებას ან მიწისქვეშა გადასასვლელებს რო აზიანებდნენ მოკლედ "ხალხი შიზოფრენიკი" ასე ვეძახი ხოლმე ჩვენს ერს. ანუ რისი თქმა მინდოდა. იმის რომ ვერ მოერია, ვერ აჯობა მიშას სრულიად გამართლებულმა გაკვეთილებმა იყო ევროპელი. გვიარა ხან აქედან ხან იქიდან, ხანაც მათრახი გამოიყენა მაგრამ ვერა! ის რაც ჩვენ ხალხს გადმოყვა საბჭოთა მენტალიტეტის სახით მეშინია ამის თქმა მაგრამ უკურნებადია! სწორედ ამან დაასრულა ნაციონალების ყოფნა მთავრობაში. სინამდვილეში მართლა ეგ არის ყველაფრის თავი და ბოლო. ვერ გაუძელით გაკვეთილებს, თითქოს ვცდილობდით, ავად თუ კარგად მივყვებოდით, უჯინიანდებოდით კიდეც მაგრამ ვერა! აი, მოვიდა ქართული მენტალიტეტის შესაბამისი მთავრობაც რომელიც ირიბად თუ პირდაპირ მიგვანიშნებს ქენი რაც გინდაო. რაც გინდა ფასიანია ოღონდ და სულ რაღაც 100 ლარი ღირს. ანუ ყვითელი გველები რო გვაიძულებდნენ ტრანსპორტით მგზავრობაში 50 თეთრი გადაიხადეო ამაზე ოხვრა და მუშტი კრივი მოდიოდა ხალხიზგან სამაგიეროდ რა სასიამოვნოა როცა შეგიძლია სულ რაღაც 100 ლარში კბილებში ხანჯალი გაიყარო და ნაციონალების შეკრებებს წრე დაუარო, კვერცხები ესროლო, დედა აგინო, ცემო ტყებო (შე ახვარო ნაგავი ვერ გადამიყრია 9 წლის განმავლობაში ფანჯრიდანო) იფ იფ რა სიამოვნებაა)))))) 

P.S. მე კიდევ მგონია რომ ჩვენი ერის გამოსწორება შეიძლება და ამის ალბათობა არის ოღონდ თუ ისევ მიშა მოვა თავისი მათრახით, რას ვიზამთ სხვანაირად ჩვენ ვერ ვარჩევთ რა არის სწორი და რა არა!", - წერს თარგამაძე.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/faceambebi/103523-qmishas-mathrakhiq-da-qshizofreniki-eriq-anu-ram-daasrula-qnacionalebisq-yofna-mthavrobashi.html#ixzz33Tk2qzw4