თუ თქვენს უიღბლობას პატარა მკერდს აბრალებთ, 32 წლის კიმ მილსი დაგარწმუნებთ, რომ ცხოვრებაში არც ფუმფულა მკერდიან ქალებს ულხინთ.
კიმის უზარმაზარი მკერდის გამო, რომლის ზომაც 38KK-ა, ცხოვრება დაუმახინჯდა. ქალი პლასტიკურ ქირურგთანაც მივიდა, მაგრამ მკერდის დაპატარავების ოპერაციაზე უარი უთხრეს. მან დაფინანსება ითხოვა, თუმცა
პლასტიკური ქირურგის თქმით, 2 შვილის დედის მდგომარეობა "განსაკუთრებული არაა". საკუთარი სახსრებით კი ოპერაციის თანხის შეგროვებას ვერ ახერხებს.
"ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი მკერდის ზომა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. აბა, ამხელა მკერდით ცხოვრება წარმოიდგინეთ. ჩემი სიმაღლე 172 სანტიმეტრია და მკერდის ტარება ძალიან მიჭირს, ის ძალიან მძიმეა. ჩემს პატარა ქალიშვილს თმას რომ ვვარცხნი, მაშინაც კი მიჭირს მოძრაობა. სახლის დალაგების დროს მკერდი მუდამ ცხვირწინ მეჩხირება. ნაბიჯის სწრაფად გადადგმა ჯოჯოხეთია და სირბილზე აღარაფერს ვამბობ", - ჩივის კიმი.