ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე მაგიური გამოცანაა – ადამიანის თვალის ფერსა და ხასიათს შორის კავშირი. თითქოს აბსურდია, როგორ შეიძლება ადამიანის ხასიათი და ბედიც კი მის თვალის ფერზე იყოს რამენაირად დამოკიდებული?
აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრით. თუ კარგად დააკვირდებით საკუთარი თვალის ფერს, თქვენი ბუნების შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ. გინდათ სცადოთ? ეს ძალიან სახალისოა – მკითხაობა თვალის ფერის მიხედვით.
ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი
ცივი ფერების – ცისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი – მქონე ადამიანები გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიების განხორციელების სფეროდ მიიჩნევენ. მათ არ ეშინიათ გარშემომყოფთა წინააღმდეგობის, ისინი ძალიან თავდაჯერებულები და მტკიცე ბუნებისანი არიან.
მაგრამ ბედი ყოველთვის როდია მათ მიმართ კეთილგანწყობილი – ყოველი გაღიმებისთვის ის მთელ ძალისხმევას მოითხოვს ღიაფერისთვალებიანებისგან.
სასიყვარულო ასპარეზზე ცივი ფერის თვალების მქონეთ თამამად შეუძლიათ აირჩიონ პარტნიორი არა ლოგიკით, არამედ უბრალო ახირებითაც, მაგრამ მათთვის არამც და არამც არ შეიძლება რომანის გაბმა (და მით უმეტეს, ოჯახის შექმნა) ნამდვილი გრძნობის გარეშე, რადგან სიყვარულის გარეშე არჩეული თანამგზავრი ბედნიერებას ვერ მოუტანს.
ამ ფერის თვალების მქონენი საწინააღმდეგო სქესს ცეცხლოვანი (არადა, ცივი ფერის თვალები აქვთ) გამოხედვით იზიდავენ.
თუმცა დროთა განმავლობაში მათი ენერგია ილევა, ისინი ნაკლებად სასურველები ხდებიან ეპიზოდური შეხვედრებისთვის; სამაგიეროდ, საინტერესონი არიან მუდმივი ურთიერთობისთვის.
თუ ღიაფერისთვალებიანთან სერიოზული რომანი გაქვთ, ნუ შეეცდებით მის გაზრდას და გარდაქმნას. მიიღეთ ის ისეთად, როგორიც არის და დატკბით მისი უნიკალური ხასიათითა და თანდაყოლილი მომხიბვლელობით.
ზურმუხტისფერი
ზურმუხტისფერი თვალების ბედნიერი მფლობელები საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობენ. რასაც უნდა აკეთებდნენ ისინი, შედეგით ყოველთვის კმაყოფილები რჩებიან.
მწვანეთვალება ადამიანები გარშემომყოფებისგან იმაზე მეტს არასოდეს ითხოვენ, რისი მიცემაც თავად არ შეუძლიათ (ეს მათი შეუფასებელი თვისებაა!).
თუ მწვანეთვალებიანები შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათ იდეალს შეეფერება, თავგანწირულები ხდებიან და გველის ტყავში გაძვრებიან საყვარელი ადამიანის კეთილდღეობის გამო. მაგრამ ვაი მას, ვინც მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ასეთ ადამიანთან მწვანეთვალებები ისეთი დემონები ხდებიან, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება დაუძინებელი მტერიც შეიძინონ.
ყავისფერი
მათ, ვინც ბუნებამ ყავისფერი (თაფლისფერი) თვალებით დააჯილდოვა, შეუძლიათ თავდაჯერებულები იყვნენ და დარწმუნებულები იმაში, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანს მოაწონებენ თავს. მათი სამი კოზირია: მიმზიდველობა, მოთმინება და მომხიბვლელობა.
თაფლისფერთვალებიანები მთელი ძალებით ცდილობენ, მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამყარო მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ მათი სურვილები გამოიცნოს.
როცა თაფლისფერთვალებიანებს თაყვანისმცემლები საჩუქრებით ავსებენ, მათ ყოველთვის ჰყოფნით სიმამაცე, უარი თქვან ძვირფას საჩუქარზე, თუ ის სასურველი ადამიანისგან არ არის მორთმეული. ეს უარი მათ პიკანტურობასა და იდუმალებას სძენს.
უამრავ თაყვანისმცემელში ყავისფერთვალებიანები იმას ირჩევენ, ვისაც მსხვერპლის გაღება შეუძლია მათთვის. შემდეგ კი რჩეულისგან ისინი მოითხოვენ, აიტანონ ნებისმიერი მათი კაპრიზი და ახირება!