არსებობს ნაცადი პროცედურა - კანის გათეთრება ლიმონის წვენით, რომელსაც დამატებული აქვს Е ვიტამინი; საერთოდ კი თუ გამუქების რეალური მიზეზი არ დადგინდა, გათეთრების შემდეგ პიგმენტაცია ისევ განვითარდება; პირველ რიგში გამუქების მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი არასასურველი ფაქტორები, როგორიცაა დეზედორანტის ან ანტიპერსპირანტის ან ამ მიდამოში ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება, მჭიდრო ტანსაცმლის ხახუნი, ხელოვნური ქსოვილის სამოსი, ამ მიდამოში თმების ხშირი და არასწორი მოშორება, არასაკმარისი ჰიგიენა, ზოგჯერ ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორი. თუ ამას დაემატება ალერგია, სოკოვანი დაავადება, ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, ჰორმონალური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, მაშინ იღლიის კანის გაჯანსაღებას დიდი დრო და შრომა დასჭირდება.
მეორე წესი - საშუალება მიეცით იღლიის კანს ისუნთქოს; არ იხმაროთ დეზედორანტი ნოტიო კანზე; ნუ გამოიყენებთ დეზედორანტებს და ანტიპერსპირანტებს აუცილებლობის გარეშე, მით უმეტეს ღამით; გაიპარსეთ აბაზანის მიღების შემდეგ და ძილის წინ, რომ კანმა დილამდე მოასწროს მოშუშება;
გახსოვდეთ, როგორი მეთოდიც არ უნდა გამოიყენთ თმების მოსაშორებლად, პროცედურის შემდეგ კანზე დამატენიანებელი იხმარეთ.
გაითვალისწინეთ: გაპარსვის შემდეგ იღლიების სიშავის მიზეზი არის ჩაბრუნებული თმა, რაც გამოწვეულია ამ მიდამოში თმების ხშირი და არასწორი მოშორებით, შეუცვლელ მოვლის საშულებას ასეთ დროს წარმოადგენს რეგულარული აქერცვლა ტანის სკრაბით ან სამასაჟო ჯაგრისით, ეს პროცედურა არა მარტო ჩამოაცლის მკვდარ გამუქებულ კანს, ასევე აუმჯობესებს ჩაბრუნებული თმის მოშორებას. გაიპარსეთ აბაზანის მიღების შემდეგ; მას შემდეგ რაც სკრაბს გამოიყენებთ გაისაპნეთ იღლია, შეგიძლიათ გამოიყენოთ საპარსი გელი და შემდეგ გაიპარსეთ, გაპარსვისას თუ იყენებთ სამართებელს, მაშინ გამოიყენეთ ერთჯერადი ერთჯერადად; პარსვა უნდა მოხდეს თმის ზრდის მიმართულებით!
საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა ცვილით დეპილაცია, რაც არა მარტო არასასურველი თმების მოსაშორებლად გამოიყენება, არამედ ათეთრებს კანს, რამდენადაც ცვილი აშორებს მკვდარ მუქ კანს.