ბერლინში, მაქს პლანკის ადამიანის განვითარების ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის შესახებ "ტაბულა" წერს. უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ მამაკაცის ტვინში, რომელიც დიდი რაოდენობით სექსუალურ მასალას უყურებს, ნაკლები რაოდენობის რუხი ნივთიერებაა.
"ტაბულას" მიხედვით, 21-45 წლის, 64 მამაკაცზე ცდა ჩაატარა. თითოეული მათგანი პორნოს ხშირი მომხმარებელი იყო და კვირაში საშუალოდ 4 საათს სექსუალური ხასიათის ვიდემასალის ყურებას უთმობდნენ. ცდის პირებს თავიდან არ უთხრეს კვლევის ნამდვილი მიზეზი, მხოლოდ ის აუხსნეს, რომ პორნოგრაფია ცდის ნაწილი იქნება, რაზეც პროტესტი არავის გამოუთქვამს.
ცდის პირებს პორნოსაიტებიდან აღებულ, სექსუალური ხასიათის სურათებს აჩვენებდნენ და თან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიას(მრტ) უკეთებდნენ. ამასთან ერთად ცდის პირებს შიგადაშიგ არასექსუალური ხასიათის ფოტოებს აჩვენებდნენ, სადაც ხალხი უბრალოდ ვარჯიშობდა.
კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ პორნოს უყურებს ადამიანი, მის ტვინში, კორძიანი სხეულის მარჯვენა კუდში, მით უფრო კლებულობს რუხი ნივთიერების მოცულობა. როდესაც მამაკაცებს სექსუალური ხასიათის მასალას აჩვენებდნენ, მრტ-მ აჩვენა, რომ ტვინის ის ნაწილი, რომელიც მოტივაციაზეა პასუხისმგებელი, შემცირებულად ფუნქციონირებს.
ინდივიდუალები, რომელსაც რუხი ნივთიერება ნაკლები მოცულობით აქვთ, შესაძლოა სიამოვნების მისაღებად დამატებით სტიმულატორებს საჭიროებენ და სწორედ ამიტომ პორნოგრაფიას დიდი რაოდენობით მოიხმარენ.
თუმცა კვლევის ავტორები ერთ კითხვას სვამენ - ადამიანი მეტ პორნოს იმიტომ უყურებს, რომ რუხი ნივთიერების ნაკლებობას განიცდის თუ პორნო აპატარავებს ტვინს ? ისინი ამ საკითხზე კვლევის გაგრძელებას აპირებენ.