პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ დასავალის" „facebook"-ის გვერდზე მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელიც კვლავ „ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ეხება.
პოეტი განსაკუთრებით დავით ბაქრაძეს აკრიტიკებს, მას მექანიკურ თოჯინას უწოდებს, რომელიც უკნიდან იქოქება და ურჩევს „ქუსლებიდან ჩამოვიდეს". მისი თქმით, მოკუნტრუშე ყმაწვილების დრო დამთავრდა და თუ კიდევ გაბედავენ აქტიურობას, ასიათასობით ხალხი მათ აღარ აპატიებს. პოეტი ნაციონალებს პოლიტიკურ ზოოპარკს უწოდებს და ურჩევს, სახლში დაეგდონ და დაეყარონ, მათთან ერთად პოეტი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენელს ფილიპ დიმიტროვსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ის ყურებით უკრავს ტაშს ყველა მათ აღტკინებაზე".
ამაშუკელი კახა ბენდუქიძის უკრაინაში გადასვლასაც ეხმიანება. მისი აზრით, ყველაზე დიდი უბედურება იმაშია, რომ საქართველოში მოსალოდნელი უბედურება სწორედ უკრაინაში დაიგეგმა.
„ერთი თითის აშვერა უნდა, თქვენი სახლებიდან გამოყრას, თქვე უბედურებო. სისხლისმსმელებო. დაგავიწყდათ ყველაფერი?! გაგახსენებენ ამას. ვერც ერთი თქვენგანი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. არავინაა უცოდველი კრავი. ყველას თავისი კვარი ჰკიდია და ცოდვა აქვს. ამხელა ცოდვები, რომელიც თქვენ აიკიდეთ და ყელამდე წუმპეში დგახართ, არასოდეს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ვინ გაეკარა „თავისუფლების ინსტიტუტს", ჩემი შვილიც რომ ყოფილიყო, ქვეყნის მტერია, ამის დასაბუთება აღარ მჭირდება. ხვალამდე ჩემო შვლის ნუკრებო, ჩემო მოკუნტრუშე კრეტინებო. წადით და ისევ გააგრძელეთ „Facebook"-ზე წერა. რასაც მეტს დაწერთ, უფრო მეტს მიიღებთ ცხვირ-პირში. კარგად ბრძანდებოდეთ, თქვენი რეზო ამაშუკელი", - მიმართავს პოეტი „ნაციონალურ მოძრაობას".