გთავაზობთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს, რომლებიც წმენს ორგანიზმს შლაკებისა და მარილებისგან, არამედ დაიკლოთ წონაში. საერთო მდგომარეობის და გარეგნობის გაუმჯობესებას კი შეამჩნევთ უკვე რამდენიმე დღეში!
1. დააქუცმაცეთ 7-13 ც. ლიმონის თესლი, დაასხით 100 გ 70% სპირტი ან 200 გ არაყი და დადგით 1 დღით ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ 1 ს.კ. ჭამის შემდეგ 3-ჯერ დღეში 10 დღე.
2. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ჭარხლის, სტაფილოს და კიტრის წვენი - თითო ჭიქა და დალიეთ დღის განმავლობაში მცირე დოზებით. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
3. 1 თავი ნიორი და საშუალო ზომის 1 ლიმონი (კანიანად) გახეხეთ, დაამატეთ 600 მლ ცივი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 2-4 დღე ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ და დალიეთ უზმოზე 50 მგ გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში. ეს ნაყენი შეიცავს C და B ჯგუფის ვიტამინებს და საჭირო მიკროელემენტების კომპლექსს. მკურნალობის კურსი 1 თვე.
4. კუჭის გამოსარეცხათ დილის 5-დან 7 საათამდე უზმოზე მცირე ყლუპებით უნდა დალიეთ 1 ლ თბილი ანადუღარი წყალი, რომელშიც დამატებული იქნება 1 ს.კ. მარილი. თავიდან დალიეთ ზედიზედ 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ - კვირაში ერთხელ.
5. სისხლძარღვების გასაწმენდათ და გასამაგრებლად დაჭერით, მოაცალეთ თესლი და გაატარეთ კანიანად ხორცსაკეპ მანქანაში 2ც. ფორთოხალი და 2ც. ლიმონი და დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი. გააჩერეთ 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე და მიიღეთ 3 ჩ.კ. დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი - 1თვე, შემდეგ 14 დღეს ისვენებთ და შეგიძლიათ გაიმეოროთ.