სახის გამწმენდი ტონიკი, რომელიც ძვირფას ბრენდებს დაგავიწყებთ - პრობლემური კანისთვის

1. ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი გვირილა და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გაწურეთ და როდესაც გაცივდება დაამატეთ 20 მლ არაყი. გადაასხით შუშის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. ასეთი ტონიკი ინახება მაცივარში მხოლოდ 10 დღე.

2. 1 ჭიქა ადუღებულ წყალში ჩაუშვით მწვანე ჩაის ერთჯერადი პაკეტი და 2 ჩაის კოვზი პიტნა. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ გაწურეთ და როცა გაცივდება დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 20 მლ არაყი. შენახვის ვადა და პირობები იგივე აქვს რაც ზემოაღწერილ ტონიკს.


ასეთი რეცეპტებით შინაურულად დამზადებული სახის ტონიკი არაფრით არ ჩამოუვარდება ძვირფას ბრენდებს. სახე გაიწმინდეთ დილა-საღამოს. რამდენიმე დღეში შედეგი გაოგნებულს დაგტოვებთ.