12 მიზეზი რატომ უნდა მიიღოთ ვაშლის ძმარი - რევოლუცია ჯანმრთელობაში

საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე დიდ ჭიქა წყალში ჩაასხით ერთი კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ. ეს სასწაულმოქმედი სითხე დაამარცხებს უამრავ დაავადებას და რაც მთავარია, მოგიგვარებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

გთავაზობთ 12 მიზეზს თუ რატომ უნდა მიიღოთ ვაშლის ძმარი.

1. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

2. მოგიგვარებთ ნაწლავების პრობლემებს და გიშველით ყაბზობის დროს.

3. ებრძვის ნაწლავების ბაქტერიებს და აუმჯობესებს მიკროფლორას.

4. გააძლიერეთ თქვენი იმუნური სისტემა, ებრძვის ლიმფურ კვანძებს.

5. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ეხმარებათ დიაბეტით დაავადებულებს.

6. არეგულირებს არტერიულ წნევას, კარგია ამ ნაყენის მიღება მაღალი წნევის შემთხვევაში.

7. მოწამვლის დროს წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი შეუცვლელი წამალია. 

8. დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში, მაგრამ ამ დროს უნდა შეამციროთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება.

9. თუ პირში ცუდი სუნი დისკომფორტს გიქმნით, ჩაიგუბეთ ნაყენი და ათი წამის შემდეგ გადაასხით.

10. მოგიგვარებთ დერმატოლოგიურ პრობლემებს, რადგან ვაშლის ძმარი ცნობილია, როგორც კანის მატონიზირებელი საშუალება.

11. არეგულირებს სისხლში პროთრომბინის დონეს.

12. გახდებით უფრო ენერგიულები.

თუ გინდათ, რომ შედეგი მალე მიიღოთ, ჩაიტარეთ ორკვირიანი ყოველდღიური კურსი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშლის ძმარი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და რაც მთავარია, გახსენით დიდ ჭიქაში ან დაახლოებით 400 გრამ წყალში. დაუშვებელია მისი მიღება წყალში გახსნის გარეშე. სურვილისა და გემოს შემთხვევაში დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. დაუშვებელია ამ მკურნალობის ჩატარება დაბალწნევიანებისთვის.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის