ექსკლუზივი - მიშა მესხის სკანდალურ განცხადებაზე "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს პროდიუსერი პირველ კომენტარს აკეთებს


გუშინ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მსახიობმა მიშა მესხმა პროტესტის ნიშნად დატოვა. „არ მინდა ახლა „სიაფანდი“ შედეგები, რად მინდა. მე არ მინდა, ამით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, არ მინდა ყველაფერი ვილაპარაკო. უბრალოდ, არ მსიამოვნებს, არ მომწონს რაღაც რაღაცები. აქედან გამომდინარე, მინდა, რომ წავიდე“, - განაცხადა მან პირდაპირ ეთერში და აუთსაიდერმა მიშამ იქაურობა დატოვა მანამ, სანამ მაყურებლის გადაწყვეტლებას გამოაცხადებდნენ. ამ ფაქტის შესახებ პირველ კომენტარს პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ექსკლუზიურად PrimeTimeNews-თან აკეთებს.

ნოე სულაბერიძე: აღელვებული იყო ასე მგონია და ასე რომ მოსულიყო და შედეგებზე პრეტენზია გამოეთქვას, არ ყოფილა. ეთერის შემდეგ ვისაუბრეთ ჩვეულებრივად, ჩემთან პრეტენზიებით არ მოსულა. უბრალოდ აღელვებული იყო, რომ პროექტს ტოვებდა.

-         რითი იყო უკმაყოფილო პროექტში?

-         არ ვიცი, აღელვებული იყო. მიშსთნ ვმეგობრობ და იმედია, რომ წყენა გაუვლის. ყველა ადამიანს წყინს, როცა პროექტს ტოვებს.

-         შენ არ გეწყინა, „სიაბანდი“ შედეგები რომ ახსენა?

-         ცოტა მეწყინა, მაგრამ რას ვიზამთ. იმედია გაუვლის.