ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ყოფილმა პარლამენტარმა და ბიზნესმენმა ბათუმელმა თემურ ჩარკვიანმა.
თვითმკვლელობა დედაქალაქში, საკუთარ სახლში, საპირფარეშოში მოხდა. როგორც ახლობლები აცხადებენ, სავარაუდო მიზეზი ბანკის ვალებია, რომელთა გადახდა მან ვერ შეძლო და ქონება დაკარგა.
თემურ ჩარკვიანს ტელევიზიებით ძალიან ხშირად აპიარებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი სამშენებლო კომპანიები სიღნაღის რეაბილიტაციის პროექტში იყვნენ ჩართული.