”მე ვარ ნათია 19 წლის, ტრეფიკინგის მსხვერპლი. მიპოვნე საქართველოვ! გადამარჩინეთ!!!“

ადვოკატი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი 19 წლის ქუთაისელი ნათია გიორგიძის გადასარჩენად საზოგადოებას მიმართავს. გოგონა 4 წლის წინ გაუჩნარდა და ამ დრომდე მისი მოძებნა ვერ მოხერხდა.

,,მე ვარ ლედი ტუკვაძე ნათია გიორგიძის ადვოკატი. იძულებული გავხდი ,რომ მოგმართოთ ყველას: ამოვწურეთ ყველანაირი სამართლებრივი რესურსი.


მივმართავ, სრულიად საქართველოს, ყველა ცნობილ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩემს თანაქალაქელებს: სამართალდამცავებს არ ჰყოფნით რესურსი, დიდად არც არიან მოტივირებულნი რომ მოძებნონ ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილი, 19 წლის ნათია. ჩემი არაერთგზის მოწოდებისა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, გამოევლინათ ის მაღალჩინოსანი პოლიციელი, ვინც ლობირებდა ტრეფიკინგით დაკავებულ ჯგუფს, დარჩა ყოველგვარი რეაგირების გარეშე.

გემუდარებით ყველას!!!

გავერთიანდეთ ამ ყველაზე დიდი ტკივილის ირგვლივ და ერთად მოვძებნოთ ნათია გიორგიძე“, - წერს ლედი ტუკვაძე.