'არ გეშინიათ?'' - ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც დამისვეს, როცა წამოვიწყე პროექტი თოჯინებთან მცხოვრები მამაკაცების შესახებ, - იხსენებს ფოტოგრაფი ბენიტა მარკუსენი, - თავიდან უბრალოდ მინდოდა მენახა, რამდენად კარგად არის გაკეთებული ეს თოჯინები, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ამბავი გაცილებით მნიშვნელოვანი გამოვიდოდა''.
იდეის ჩასახვიდან ნახევარ წელიწადში ბენიტა მოხვდა ''თოჯინების მოყვარულთა საზოგადოებაში''. ''მათ საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ უელსში და გავემგზავრე. პირველები, ვისაც შევხვდი, იყვნენ 55 წლის კარლის, თოჯინების ერთ-ერთი მფლობელის მშობლები. გამაოცა იმან, როგორ რეაგირებდნენ ეს მოხუცი ადამიანები მათ სახლში ნამდვილი სექსთოჯინების არსებობაზე. მაშინ მივხვდი სწორედ, რომ ამ ამბავს ბევრი სხვადასხვა მხარე აქვს''.
ჯერჯერობით ბენიტა ექვს კაცს შეხვდა. ორი მათგანი დაქორწინებულია და შვილებიც ჰყავს. ორი, 13-წლიანი ქორწინების შემდეგ, ცოლს გაეყარა. ერთმა ქორწილამდე მიატოვა საცოლე, ერთსაც - არასოდეს ჰქონია სერიოზული ურთიერთობები ქალთან. ამ ყველას სხვადასხვა ამბავი და მიზეზი აქვს, რატომ ცხოვრობენ თოჯინებთან. ყველანი განსხვავებულები არიან, მაგრამ საერთო აქვთ - ამბობენ, რომ თოჯინები მათ მარტოობას უმსუბუქებენ.
ხშირად ამ თოჯინებს სხვადასხვა სახე აქვთ, რათა მათი შეცვლა შეიძლებოდეს ''ხასიათის'' მიხედვით. ანუ პატრონს შეუძლია, მისთვის სასურველი სხვადასხვა სახე მოარგოს თოჯინის ტანს. თოჯინების უმეტესობა დაკვეთით არის დამზადებული - ზოგიერთი რომელიმე ფილმის ან სერიალის მთავარ გმირს ჰგავს, სხვა - საყვარელ ქალს.
ზოგიერთს არ რცხვენია თავისი გატაცების, სხვები კი გულმოდგინედ მალავენ და ბევრის ახლობელმა არც კი იცის, რომ ის თოჯინების ფანია და თოჯინასთან ერთად სძინავს კიდეც...
ჟურნალი ''რეიტინგი''