წამყვანი კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერების თქმით, ფინანსური მენეჯერი, პლასტიკური ქირურგი,საჯარო სამსახურებში მომუშავე უფროსი თანამდებობის პირები საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია.
„პროფესიები ფასდება იმ ხელფასის მიხედვით, რასაც ადამიანი გამოიმუშავებს. ფინანსური მენეჯერები კომპანიის ერთ – ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი თანამშრომლები არიან,“ გვითხრა „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ სპეციალისტმა ნინო კურტანიძემ.
„ფინანსური მენეჯერები ერთ –ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობებია კომპანიაში. ისინი კარიერის დასაწყისში, თვეში საშუალოდ 500 – 800 ლარამდე გამოიმუშავებენ. ხელფასის რაოდენობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად, დასაქმების ქალაქი, განათლების კვალიფიკაცია, დასაქმების ინდუსტრია და სხვა მონათესავე დარგები,“ აცხადებს კურტანიძე.
MyCareer.Ge – ზე 3,487 დარეგისტრირებული სტუდენტიდან, 1/3 – 1,095 სტუდენტს მთავარ პროფესიად ფინანსები აქვთ. მენეჯმენტი – 893 –ს, მარკეტინგი – 614 –ს, სამართალი – 392 –ს, საჯარო ადმინისტრაცია – 360 –ს, აუდიტი და ბუღალტერია – 207 –ს, ჯურნალისტიკა – 148 –ს, ხოლო საერთაშორისო ბიზნესი 138 სტუდენტს.
ფინანსურ მენეჯერებს სხვადასხვა კომპანიებში სხვადასხვა რაოდენობის ხელფასები აქვთ. საქართველოში ბანკში მომუშავე ფინანსური ანალიტიკოსების საშუალო ხელფასი 1,500 ლარამდეა, ამას ყოველთვიურად ბონუსები ემატება.
„ საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები ალბათ არის ფინანსური მენეჯერი, საბანკო სექტორში – ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები, საჯარო სამსახურებში – ხელმძღვანელი პირები, ჯურნალისტები და ექიმები,“ ამბობს Adress – ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო კილაძე.
„ადამიანის ხელფასის რაოდენობა დამოკიდებულია კომპანიაზე, ან საჯარო სამსახურის დაწესებულებაზე. რაც შეეხება ექიმებს, პლასტიკურ ქირურგებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ,“ თქვა ნინომ.
სასტუმროებში ხელმძღვანელი პირების საშუალო ხელფასი თვეში 3, 000 დოლარია, ხოლო საშუალო დონის მენეჯერთა ანაზღაურება თვეში საშუალოდ 1, 500 ლარია.
თბილისის მარიოტის სასტუმროების საზოგადოებსათან ურთიერთობის მენეჯერი დავით ყიფიანი ამბობს, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა დირექტორის თანამდებობაა.
საქართველოში წამყვანი დირექტორების საშუალო ხელფასი თვეში 5, 000 დოლარიდან იწყება.
„ზოგადად,ოფისში მომუშავე პირთა და ხელმძღვანელების ხელფასებს შორის განსხვავება 20 – 40 % ია. სამწუხაროდ,გამოცდილი და კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა,“ ამბობს კურტანიძე.
როგორც ყიფიანი ამბობს, ხელფასებს შორის პროცენტული განსხვავება დასაქმებულ ადამიანებს შორის 20 % დან 500 % მდეა. თუმცა რთულია ზუსტად ამის განსაზღვრა.
„საქართველოში ყველაზე დაბალხელფასიანი პროფესიებია: ოფის მენეჯერი, ტრანსპორტის მენეჯერი და მიმწოდებელი. ხელფასის რაოდენობა დამოკიდებულია კომპანიაზე, თუმცა, საერთაშორისო კომპანიებში ამ პროფესიის ადამიანების ხელფასები არც ისე დაბალია,“ აცხადებს კურტანიძე.
კურტანიძის თქმით, ოფისის დამლაგებელს კომპანიაში ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. დამლაგებლის ხელფასი თვეში საშუალოდ 90 ლარიდან 350 ლარამდეა.
„ წარმატების თვალსაზრისით, საკუთარი ბიზნესი ს ქონა უფრო მომგებიანია, თუმცა ამ შემთხვევაში რისკი უფრო დიდია, რადგან წარნმატებაზეც და წარუმატებლობაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი.
„ საკუთარი ბიზნესი ს ქონას, რამოდენიმე უპირატესობა აქვს: თქვენ თავად აკონტროლებთ საკუთარ ბიზნესს. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სამუშაო გარემოშექმნათ. თქვენ ხართ თქვენი თავის უფროსი. შეგილიათ თქვენი სურვილისამებრ გადაანაწილოთ დრო და შეუთავსოთ პირად ცხოვრებას,“ ამბობს კურტანიძე.
თუმცა, როგორც კურტანიზე აღიშნავს, საკუთარი ბიზნესი ს ქონას გარკვეული უარყოფითი მხარეებიც ახლავს თან.
„თუ რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით ის თქვენი მოსაგვარებელია. საკუთარი თავის გარდა წარუმატებლობას ვერავის დააბრალებთ,“ ამბობს კურტანიძე.
„ექიმებს, ფინანსურ მენეჯერებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ოფის მენეჯერებს, ბუღალტერებს ყველაზე სტაბილური სამსახური აქვთ.
ჩემი აზრით, კრიზის შემდგომ ვითარება ნაკლებად შეიცვალა. კრიზისის პერიოდში თანამშრომელთა შემცირება მათ გამოცდილებასა და ცოდნაზე იყო დამოკიდებული,“ აცხადებს კილაძე.
„ ყველაზე სტაბილური პროფესია ბუღალტერიაა. არ აქვს მნისვნელობა კომპანიის სიდიდეს, ეს პროფესია ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადია,“ ამბობს კურტანიძე.