X ფაქტორის აუტსაიდერები და სტეფანეს მიერ შოკირებული დარბაზი

შემოსული 47401 ხმიდან, მეოთხე ლაივ შოუს ლიდერად მაყურებლის გადაწყვეტილებით თორნიკე ყიფიანი დასახელდა. ხოლო აუტსაიდერებად აკე და ანა და სოფი სააკაშვილი.სოფის აუტსაიდერობამ და ხალხის ამგვარმა გადაწყვეტილებამ კონკურსანტის მენტორი ძალიან გააბრაზა. შედეგად კი სტეფანემ დარბაზი, ჟიურის წევრები და სოფი სააკაშვილიც ძალიან გააოცა. როდესაც თავისი ხმა სოფის ნაცვლად აკეს და ანას მისცა.
სტეფანე: „ძალიან გაკვირვებული ვარ, ყველა ადამიანს ვისაც საშუალება ჰქონდა, რომ დაერეკა სოფოსთვის და არ დაურეკა მინდა ვუთხრა ბრავო, გავახარებ მათ გულებს და ჩემს ხმას ვაძლევ აკეს და ანის“ „მე დავფიქრდებოდი იმაზე, რაც ახლა თქვი“ - განუცხადა გაკვირვებულმა თამთამ სტეფანეს. მერე კი დასძინა - „ძალიან მიყვარს აკე და ანა, მაგრამ სტეფანეს ნაცვლად ორი ხმის მიცემა რომ შემეძლოს აუცილებლად სოფის მივცემდი“.

„სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია ის რაც შენ გააკეთე, მე არვიცი სოფი რამდენად გაგიგებს, მე პირდაპირ გეტყვი რომ ვერანაირად ვერ გიგებ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის საკუთარი ბარტყის ბუდიდან გადაგდება ყოვლად დაუშვებელია, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ, მე ძალიან მაწყობს რომ სოფი წავიდეს პროექტიდან, რადგან შენი გუნდის წევრია, ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ მე ვერანაირად ვერ გავამართლებ შენს ნაბიჯს სტეფანე და მხარს ვუჭერ სოფის.“
როგორც ზოგიერთმა სოციალურ ქსელში აღნიშნა ეს სტეფანეს მარკენტინგული სვლა იყო და ამით მენტორმა ზუსტად გათვალა თავისი კონკურსანტის ბედი ამ ლაივ შოუში. ხმები ორად გაიყო, საბოლოოდ კი ჟიურის წევრებმა სტეფანე „აიძულეს“ გადაწყვეტილება შეეცვალა. რის შედეგადაც სოფი სააკაშვილი შოუში დარჩა.
აკე და ანა: დიდი მადლობა ხალხნოოო მხარდაჭერისთვის, ვისაც მოგწონდით ან არ მოგწონდით :)) ყველაფერი იწყება და მთავრდება ოდესღაც, მაგრამ ჩვენი მოღვაწეობა არ დამთავრებულა, გვაქვს საკუთარი სიმღერები რომლებსაც მალე იხილავთ... წარმატებები დანარჩენ კონკურსანტებს...