კონსტანტინე მელაძის ყოფილმა ცოლმა, რომელსაც ბოლო დროს მძიმე პერიოდი ჰქონდა, გადაწყვიტა, საკუთარი პირადი ცხოვრება მოიწყოს. მისმა ქალიშვილმა ალისამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ დედამისი გათხოვდა და უკვე ქორწილიც ჰქონდა.
იანა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ამბობდა, როგორი ძნელი იყო მისთვის, როცა 20-წლიანი ოჯახი დაენგრა და როგორ უჭირდა ქმრის მუდმივი ღალატის მოთმენა. ცნობილია, რომ კონსტანტინე ვერა ბრეჟნევასთან დადიოდა და მის გამო გაშორდა ცოლს, რომელმაც სამი შვილი გაუჩინა. როგორც ჩანს, იანამაც გადაწყვიტა, ღალატისა და საჯარო შეურაცხყოფისთვის ბოლო მოეღო და ყოფილი ქმრის გულის გასახეთქად, ოფიციალურად გათხოვდა.