”არჩევნების დღეს ,,თბილისი მეძავი” 69%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ!!!”

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე საარჩევნო ფასდაკლების გამოცხადების ინიციატივას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
"სააქციო საზოგადოება "თბილისის მეძავი" გთავაზობთ სპეციალურ შემოთავაზებას! მხოლოდ ერთი დღით! მხოლოდ 12 ივლისს! მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისას!
ყველას, ვინც მოახერხებს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დაასხმევინოს ჭუჭუკებზე, შეეძლება მობრძანდეს ჩვენთან და პროფესიული თვალით გადამოწმების შემდეგ, მიიღებს მინეტს 69%-იანი ფასდაკლებით",- წერს ნიკა ქავთარაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


როგორც ცნობილია, 12 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.



შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.



კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იან ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იან ფასდაკლებას "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას "გალფსა" და "ვისოლში".