ბოინგ 777-ს დაღუპული მგზავრის, 17 წლის ელსემიკ დე ბორტსის მამამ, ჰოლანდიელმა ჰანდ დე ბორსტმა ვლადიმირ პუტინს წერილი მიწერა. წერილს გამოცემა unian-ი აქვეყნებს.
"დიდი მადლობა, ბატონო ვლადიმერ, სეპარატისტთა ლიდერებო და უკრაინის ხელისუფლებავ, იმისათვის, რომ ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი ქალიშვილი მომიკალით. ის 17 წლის იყო, მას სურდა არქიტექტორი გამხდარიყო. ჯენტლმენებო, იმედია ამაყობთ, რომ თქვენ ახალგაზრდა სიცოცხლე მოკალით და ხვალ ისევ შეძლებთ სარკეში ჩაიხედოთ. იმედი მაქვს, რომ ეს წერილი მოაღწევს თქვენამდე, შესაძლოა ინგლისურ ენაზე და როგორც ინტელექტუალური ადამიანები, მის წაკითხვას შეძლებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, საუკეთესო სურვილებით ელსემიკის მამა, ჰან დე ბორსტი, ვისი ცხოვრებაც დაანგრიეთ",- წერს გარდაცვლილის მამა.
აღნიშნული წერილი ჰააგის ერთ-ერთ რადიოსადგურში წაიკითხეს, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. წერილს მოჰყვა კომენტარებიც. ერთ-ერთმა მსმენელმა განაცხადა:
"ძალიან მაინტერესებს, პუტინი როგორ ხასიათზე დადგება თუ მის შვილს, რომელიც ფორსზოტენეში (ქალაქი ჰააგასთან ახლოს) ცხოვრობს, სეპარატსტები მოკლავენ".
ელსემიკ დე ბორტსი დედასთან, ძმასთან და მამინაცვალთან ერთად მალაიზიაში დასასვენებლად მიფრინავდა.
შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
http://news.ge/