ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"არ ვფილოსოფოსობ...უკვე რამდენჯერმე ვიფიქრე ამაზე,როცა ძალიან მოკლე შუალედებით არცთუ ცოტა ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ჩვენი ნაცნობ -მეგობრებიდან.....ეს ორი დღეა კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია((((((((არც გამარჯვებები....არც წარმატებები....არც არაფერი ღირს ამ ქვეყნად,რასაც შეიძლება შეალიოს ადამიანმა საკუთარი ენერგია...სასიცოცხლო მუხტი,,,,ჰაერი....გარდა იმისა რომ მაქსიმალურად ბევრი სიყვარული გასცე და მიიღო
...რა წარმავალია ყველაფერი....დღეს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,რატომ ვტკენთ ადამიანები ერთმანეთს და თუ შეცდომებს აქვს ადგილი,რატომ არ შეგვიძლია მიტევება(((( აუცილებლად უნდა მოკვდეს ადამიანი,რომ ყველა მის კეთილ მხარეებზე ალაპარაკდეს??????((((("- წერს ინგა.