ნათია გიგაური თავის ორ ტყუპ შვილთან ერთად მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობს. მას ბავშვების დამტოვებელი არ ყავს და ამიტომ იძულებულია, მცირეწლოვანი შვილები ბაზრობაზე გვიან საღამომდე ამყოფოს. საკუთარი ისტორია მძიმე სოციალური მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ მან "პალიტრა TV"-ს უამბო.