მომღერალი ნინა წკრიალაშვილი პარიზში დასვენების შემდეგ კაზანტიპზე წასვლას აპირებს. მოხარულია, რომ საქართველოში მსგავსი ფესტივალი ტარდება და Mediamall.ge მას დაუკავშირდა:
– ნინა, ჯერ მითხარი, როგორ დაისვენე პარიზში?
– დავისვენე არა, უფრო დავიღალე (იცინის), ძალიან ბევრს დავდიოდი, მაგრამ რა თქმა უნდა მშვენიერი დრო გავატარე, ეს ჩემი ქალაქია და ბევრი ჩემი მეგობარი ვნახე.
– როგორია შენი დამოკიდებულება კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით?
– ძალიან მიხარია, რომ ტარდება ბევრი მიზეზის გამო. ბევრი ტურისტი ჩამოვა და გაიგებს რა კარგი კურორტებია ჩვენს ქვეყანაში. უკვე 30 000 ბილეთია გაყიდული და 50 000 ელოდებიან, არცერთი ოჯახი არ დარჩება, რომ ბინა არ გააქირაოს, შესაბამისად ფინანსურად მოძლიერდებიან. ათას სისულელეს ამბობენ, რომ ეს ფესტივალი გარყვნილებაა და ა. შ. ეს ჩვეულებრივი დისკოთეკაა ზღვაზე გემოვნებიანი მუსიკით.
– როგორც ვიცი, შენ აპირებ ჩასვლას.
– დიახ, მაინტერესებს. შეიძლება ათი დღე ვერ გავჩერდე, იმიტომ რომ არ შემიძლია ძალიან აქტიური ცხოვრება, ხალხს ჰგონია, რომ კლუბიდან არ გამოვდივარ, მაგრამ ასე არაა.3–4 დღე წავალ, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს, არვიცი სად გავათენო ღამე და ამიტომ დროულად უნდა ვიფიქრო მაგაზე.
ესაუბრა ნინო აბრამიშვილი