დაღესტანში მილიციის პოლკოვნიკს თავი მოჭრეს (ფოტო, +18)

დაღესტნის ქალაქ ყიზილიურტში 9 ივლისს, საკუთარ ბინაში საშინელი წამებით მოკლეს მილიციის პოლკოვნიკი, ქალაქის სამმართველოს ყოფილი უფროსი აიტემირ სალიმგერეევი. 

ყურადღება: მასალის ბოლოს ატვირთულია ფოტოს ორიგინალი, მისი ნახვა არა მიზანშეწონილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

მას თავი მოჭრეს, ხოლო ფოტო "ისლამის მეომართა კავკასიის ემირატმა" გაავრცელა. ტერაქტზე პასუხისმგებლობაც სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო.


"კავკასიის ემირატმა" ფოტო სოციალური ქსელებით გაავრცელა. "აფხაზეთის ხმა" ცენზურის დაცვით აქვეყნებს ფოტოს, რომლის ნახვა არაა მიზანშეწონილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილიციის პოლკოვნიკის სახლში ღამით ოთხი ადამიანი შეიჭრა, მათ გაკოჭეს პოლკოვნიკი და მისი ვაჟიშვილი, მოგვიანებით კი მილიციის განყოფილების ყოფილი უფროსი კისერში დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლეს და თავი მოჭრეს, ცხედარს კი ზურგში დანა ჩაარჭვეს. 

ტერორისტებმა ბინაში ხელფეხშეკრული დატოვეს პოლკოვნიკის ვაჟიშვილი, რომელიც მამის მკვლელობის თვითმხილველი გახდა.