როგორ დაამარცხა ფეხბურთმა პორნოგრაფია

საფეხბურთო ჩემპიონატი დამთავრდა და პორნოგრაფიული საიტებიც ''ამოისუნთქავენ''. ჩემპიონატის მიმდინარეობისას ამგვარი საიტების მესვეურები ხშირად ჩიოდნენ, რომ ძალიან შემოაკლდათ მნახველი.

რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის დროს საერთოდაც 75 პროცენტი ვარდნა ჰქონიათ. მხოლოდ ის ''შეღავათი'' ჰქონდათ ხოლმე, როცა რომელიმე ნაკრების დამარცხების შემდეგ მისი ფანები უცებ მიაწყდებოდნენ ხოლმე პორნოსაიტებს – გულს აყოლებდნენ.