„არ ვაპირებ ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას,... ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა“...
ჯულიანა ბარ-გნარის და გიორგი ყიფშიძის რომანზე მთელი თბილისი ალაპარაკდა. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა. წყვილმა ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავების" გასულ სეზონზე გაიცნო, სადაც გიორგი და ჯულიანა მეწყვილეები იყვნენ.
თითქმის მთელი საქართველო მათ გულშემატკივრობდა, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხეს. ჯულიანა მაშინ ამბობდა, რომ გიორგი მას არ ეფლირტავებოდა, პირიქით, მსახიობთან და მის მეუღლესთან, ანი ჩიკვილაძესთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეგობრობა სიყვარულის საწინდარი გახდა, როგორც ამბობენ ჯულიანა და გიორგი ყიფშიძე შემოდგომაზე დაქორწინებასაც აპირებენ.
იმასაც ამბობენ, რომ მსახიობმა ჯულიანას გამო ცოლი გაუშვა . თუმცა ჭორის გადამოწმება გიორგი ყიფშიძესთან ვერ შევძელით. მისი ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ გიორგის პირად ცხოვრებაში არ ერევიან.
ანი ჩიკვილაძე გიორგი ყიფშიძის მეორე ცოლია, მანამდე ის კრისტი ყიფშიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი, ნატაშკა ჰყავს. მეორე ქორწინებიდან მსახიობს ნანატრი ვაჟი ჰყავს, პატარა ალექსანდრე რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ გაჩნდა.
გიორგი და ჯულიანა უკვე აღარ ერიდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩენას. ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავების" სხვა კონკურსანტებთან ერთად ხშირად დადიან გასართობად. მოცეკვავემ კითხვაზე ის და გიორგი ყიფშიძე შეყვარებულები არიან თუ არა შემდეგი უპასუხა:
- ჯულიანა ბარ-გნარი: არ ვაპირებ ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ მინდა ხმამაღლა საუბარი.
- ამბობენ დაქორწინებასაც აპირებენო
- არც ერთ კითხვაზე აღარ გიპასუხებთ, მე არ ვაპირებ დაქორწინებას და გიორგი რა აპირებს არ ვიცი, მთავარია, რომ ბედნიერი ვარ.
წყარო - ambebi.ge