ხმაური იყო რუსთავის 79-ე საარჩევნო უბანზე. დაპირისპირება „თავისუფალი ზონის“ აქტივისტსა და რამდენიმე მამაკაცს შორის მოხდა. აქტივისტი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან მდგომი რამდენიმე ახალგაზრდა აგიტაციას ეწეოდა. აქტივისტმა, მათი ფოტოკამერით გადაღება დაიწყო, რამაც ახალგაზრდების უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მამაკაცები ბრალდებას უარყოფენ.