ქართველო მამაკაცებო მოემზადეთ, ეს გოგონა სულ მალე თქვენს გულებს დაიპყრობს (10 ფოტო)

მოდელი მარიამ სანოგო ქართული საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ნაცნობი სახეა, თუმცა სულ მალე ის ცეკვავენ ვარსკვლავებიდან გააცნობს ფართო საზოგადოებას თავს და თუ მის სილამაზეს გავითვალისწინებთ ბევრის გულსაც დაიპყრობს.
მარიამი თბილისშია გაზრდილი და ყოველთვის ამბობს, რომ ქართველია. სანამ მშვენიერი გოგონა ცეკვით მოგაწონებთ თავს, დრონი.ჯი გთავაზობთ მარიამის ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს ის რითაც სანოგომ უკვე ბევრი მოხიბლა და ეს რაღაც მისი სილამაზე და სხეულის იდეალური პარამეტრებია.
აღსანიშნავია, რომ მარიამს სამოდელო ბიზნესში წარმატების მისაღწევად ბუნებრივი მონაცემები არ ეყო და შრომაც დასჭირდა.




მარიამ სანოგო: რომ წამოვიზარდე, მომინდა მოდელობა. ხშირად ვუყურებდი „ფეშენ ტივის“. თან, საქართველოში უფრო საინტერესო გახდა ეს სფერო, ამიტომ მეც გადავწყვიტე მოდელობა და მივედი „ჯეო მოდელსში“ თაკო ჩხეიძესთან.თავიდან რომ შემომთავაზეს „ფეშენ-ვიქზე“ გამოსვლა, ძალიან გამიკვირდა, ეს დაახლოებით სამ თვეში მოხდა. ძალიან მომეწონა ეს სფერო – სასიამოვნო საქმეა, გარემოც, ერთობი კიდეც. თან, ბევრი ხალხი გავიცანი, ბევრს დავუმეგობრდი.უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ საკუთარ გარეგნობას. რაც მეტი ადამიანი ინტერესდება შენით, გაკვირდებიან, მით უფრო მეტად ცდილობ, ფორმაში იყო. სააგენტოში მოსვლამდე საოცრად დავდიოდი. ქუსლებზეც არასდროს მივლია. სახლშიც ვჯახირობდი, ქუსლებით დავკაკუნობდი, შევაწუხე ხალხი. დიდი წვალების შემდეგ მივაღწიე შედეგს, მოდის კვირეულისთვის მოვინდომე ფორმაში ჩადგომა და შედეგს მივაღწიე. პუტკუნა ვიყავი, არაფერში ვიზღუდავდი თავს, მაგრამ, როდესაც გავიგე, მოდის კვირეულზე გამოვდიოდი, სერიოზულ დიეტაზე დავჯექი. თან, ვივარჯიშე და პარამეტრებში ჩავჯექი.