ცნობილი ნათელმხილველი ლალი ხელაშვილი: ქვეყანაში დიდ არეულობას და დაპირისპირებას ვხედავ. საპარლამენტო არჩევნები ვადაზე ადრე დაინიშნება

ანა ბაბლუანი
ჩვენი რესპონდენტი, ცნობილი ქართველი პარაფსიქოლოგი ლალიხელაშვილია. ქალბატონი ლალის ნიჭით არა მარტო უბრალო ადამიანები,პოლიტიკოსებიც კი მოხიბლული არიან. მას მრავალი პოლიტიკური პროგნოზიაქვს გაკეთებული, რომელიც მალევე სრულდება და ამის მნახველი მთელისაქართველო ხდება.
- ქალბატონო ლალი, როდის აღმოაჩინეთ, რომ პარაფსიქოლოგიის ნიჭით იყავით დაჯილდოებული?

- რაღაც მოვლენებს ბავშვობიდან წინასწარ ვგრძნობდი, წინასწარი ხედვები მქონდა მომავალზე. სტუდენტობისას, მე და ჩემი და ლექტორთან მივდიოდით. მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ როცა ამოვედით, ჩემს დას ვუთხარი: ახლა იქ სუფრა იქნება გაშლილი და ლექტორი გვეტყვის, ბავშვებო შინ წადითო. მართლაც ასე მოხდა. რომ გამოვედით, ჩემმა დამ მკითხა, ლალი, ეს საიდან იცოდიო. ეს იყო პირველი დღე, როცა ამ ყველაფერს სერიოზულად შევხედე და დავაკვირდი.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი პირველი ხილვა ზვიად გამსახურდიას სიკვდილისშესახებ გქონდათ...

- ბიოდენები მქონდა, აშკარად ვგრძნობდი, რომ ეს ნიშნები იყო. ხილვებიც მქონდა. ცნობილი პარაფსიქოლოგის, ჯუნა დავითაშვილის პირველი მოსწავლის, უძლიერესი ექსტრასენსის, გია სულაქველიძის კურსებზე მივედი. დერეფანში როცა გაიარა, მითხრა: უძლიერესი ექსტრასენსი ხარ, 5 შენნაირი რომ მყავდეს, უძლიერესი ჯგუფი მეყოლებოდაო. არც ვიცოდი, რაზე საუბრობდა. იქ იყო ზაურ ჭიკაძე, იმჟამინდელი საპატენტო განყოფილების უფროსი. ჩემზე და კიდევ ორ გოგოზე დაკვირვებას აწარმოებდნენ. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ოთახში დავჯექი, მთელ კედელზე სასწაული დავინახე. ვხედავდი ცისფერ ტბას, მთებს, ზვიად გამსახურდიას გამოსახულება ამოდიოდა და ჩადიოდა. მეორე მხარეს კი იესო ქრისტეს გამოსახულება ამოდიოდა, რომელიც ყველა გამოჩენისას იზრდებოდა და სხვადასხვანაირად ისევ ამოდიოდა. შემეშინდა, ცუდად გავხდი. მაშინ ვერ მივხვდი, რა დავინახე. მას შემდეგ დაიწყო გამოსვლები, სამოქალაქო ომი. ზაურ ჭიკაძემ ჩემი მაშინდელი ხილვა შეინახა (დღემდე ინახავს). ამ ხილვის შემდეგ სიზმარი ვნახე: თითქოს მთავრობის სახლი იშლებოდა, ახალგაზრდობა და ხალხი გარბოდა. ეს სიზმარი რომ ვნახე, ჩემმა სიძემ მითხრა, ხალხი უკვე მთავრობის სახლთან გამოვიდაო. მას შემდეგ მივხვდი, რა ხილვაც მქონდა, წინასწარ ვნახე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება.

- ცნობილია თქვენი 2007 წლის წინასწარმეტყველების შესახებ „ნაციონალურიმოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის თაობაზე. მაშინ წერდით, რომმთავრობის შეცვლა უსისხლოდ მოხდებოდა...

- ძალიან გთხოვთ, სიტყვა-სიტყვით დაწეროთ. მე ტყუილები არ მახასიათებს. ბოლო დროს ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც ჩემი ძველი პროგნოზების შესახებ ვისაუბრე (რომელიც უკვე დაბეჭდილი იყო). მაშინ კომენტარებში დაწერეს, რომ მომხდარის შემდეგ ლაპარაკობო. ყველას ვთხოვ, ამოიღოს 2007 წლის ჟურნალი „ფენომენი“ და ნახავენ, რომ გაცილებით ადრე დაიბეჭდა ჩემი ნაწინასწარმეტყველებები. „ვარდების რევოლუციამდე“ 6 თვით ადრე ვიწინასწარმეტყველე და ჟურნალ „სარკეში“ დავბეჭდე, რომ ახალგაზრდა, უშნო, ქალებში პოპულარული მოდის ხელისუფლებაში-თქო. მიშა მართლა ასეთი გამოდგა. მერე დავწერე, რომ ივანიშვილი ჩამოდის, ესეც „ფენომენში“ დაიბეჭდა, ვთქვი, ერთი ტყვია არ გავარდება-თქო და ასეც მოხდა. ... ექვსი თვით ადრე დავწერე, ვიდრე ეს მოხდებოდა: მოდის „ტროიკა“, მათგანერთ-ერთს ვერ ვხედავ-მეთქი. ეს ზურაბ ჟვანია იყო. ერთი კვირით ადრე ჩაიწერა ეს ჩემგან გაზეთ „თბილისის“ ჟურნალისტმა. ამ ყველაფერს მართლა თავაწეული ვამბობ, რადგან ტყუილის თქმა არასოდეს მჩვევია. ჟურნალისტს ვუთხარი, წუხელ სიზმარი ვნახე და ვიცი „ტროიკიდან“ ვინ მიდის-მეთქი. ეს დიქტოფონზეა ჩაწერილი.

- რა სიზმარი ნახეთ?

- სიზმარში ვნახე კაცი, მას პატარა ბავშვები ჰყავს. დავინახე, პატარა ბავშვები მიარბენინებდნენ. ვთქვი, უბედური შემთხვევა მოხდება, რომელიც დიდი ხანი ბურუსით მოცული იქნება, მაგრამ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება-მეთქი. ეს ერთი კვირით ადრე ვთქვი. როგორც კი ჟვანიას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, ნახევარი საქართველო მირეკავდა. ამის გამო ბევრი ვიტირე.

- ეს საქმე გაიხსნება?

- აუცილებლად. ეს იყო მკვლელობა. მაქვს იმის გამბედაობა, საკუთარი სიტყვა უკან არ წავიღო. მერე კიდეც დაიბეჭდა „ფენომენში“. „რას ამბობს ლალიხელაშვილი ჟვანიას მკვლელობაზე“. ვთქვი, რომ ეს იყო მკვლელობა. ამას ახლაც ვადასტურებ. მე მქონდა ხილვა ოქრუაშვილზე. ის იმავე საღამოს აიყვანეს. ამის ცოცხალი მოწმეები მყავს. ციხის ამბებიც ვიწინასწარმეტყველე, ვთქვი, გამოჩნდება დოკუმენტები, რომლის გამოც, „ნაციონალები“ ნიღაბს ჩამოიხსნიან-მეთქი. 2007 წელს ცხინვალში შეჭრაც ვიწინასწარმეტყველე. მაშინ ვთქვი, ეს შესვლა მარცხით დამთავრდება-მეთქი. ექვსი თვით ადრე ვხედავ პოლიტიკურ მოვლენებს.

- გახდება თუ არა დავით ნარმანია თბილისის მერი?

- აუცილებლად გახდება. არჩევნების შემდეგ დიდი აყალმაყალი იქნება. ადრეც მაქვს ნათქვამი: სააკაშვილი მარცხდება, მაგრამ კუდს მოიქნევს-მეთქი. პატარ-პატარა არეულობები მოსალოდნელია.

- დაბრუნდება თუ არა ნინო ბურჯანაძე მთავრობაში?

- ნათქვამი მაქვს, რომ ბურჯანაძე პოლიტიკაში ბრუნდება - დღესაც ვიმეორებ. მაგრამ მერამდენე ძალად, ამას არ ვიტყვი. ვთქვი, მიდის პოლიტიკიდან-მეთქი, წავიდა. დაბრუნებაც მე ვიწინასწარმეტყველე. ეს ძლიერი და საჭირო ძალაა. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას ვერ გაუწევს. „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც წინსვლას ხელს უშლის. ასეთებისგან დაიფერთხება „ქართული ოცნება“. თუმცა „ქართული ოცნება“ ნამდვილად იმარჯვებს. ბურჯანაძე ძლიერ ძალად დარჩება.

- „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში დარჩება?

- ზოგი „ნაციონალი“ დარჩება, ზოგი... არჩევნების შემდეგ კიდევ ერთ „ნაციონალ“ მაღალჩინოსანს დაიჭერენ. მიშა ხელისუფლებაში ვერ მოვა, შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ესეც მეწერა 2007 წელს. რამდენიმე წლის წინ პუტინზე მაქვს ნათქვამი, სტატიაც დაიწერა - „რაზეესაუბრა ლალი ხელაშვილი პუტინს“. ეს იყო ტელეპატიური ხილვა, მე და პუტინი ვისხედით, წინ კაცმა ჩაგვიარა. პუტინმა თქვა: ამის საქმე წასულიაო. მეორე დღეს ლეხ კაჩინსკი ტრაგიკულად დაიღუპა. მაშინ ვთქვი, ეს პუტინის მოწყობილია-თქო. პუტინმა თქვა: ია ვსე რავნო პაიდუ ვ მორე. მაშინ უკრაინაზე არ მიფიქრია, მაგრამ თუ უკრაინის მოვლენებს დავაკვირდებით, ის ნამდვილად ასე იპყრობს უკრაინას.

- საქართველოში შემოჭრას კიდევ ეცდება რუსეთი?

- „ქართულ ოცნებას“ დიპლომატია აქვს და ეს დიპლომატია აუცილებლად ჩვენს სასიკეთოდ იმუშავებს. მთავრობაში წესიერი ხალხი გვყავს, მალე გამოჩნდება, რომ საქმე კეთდება. მე საქართველოზე და ქართველ ხალხზე ვარ შეყვარებული და არა რომელიმე პოლიტიკოსზე. უბრალოდ, რეალურად ვხედავ, ვინ, ვინ არის. პროვოკაციებით ის დაზარალდება, ვინც მის მოწყობას შეეცდება.

- დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

- საპარლამენტო არჩევნები ვადაზე ადრე დაინიშნება, ეს, მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოხდება. ამას სიტუაცია მოიტანს. პარლამენტშიც ვხედავ დიდ არეულობას და დაპირისპირებას.