საუკეთესო საშობაო რეკლამა, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული

ბრიტანულმა სარეკლამო სააგენტომ არაჩვეულებრივი რეკლამა შექმნა, რომელიც ერთი საუკუნის წინ მომხდარ ისტორიას აცოცხლებს მაყურებლის წინ.

1914 წელი. პირველი მსოფლიო ომი და საშობაო ზავის ცნობილი ისტორია, რომელიც ფრანგმა, შოტლანდიელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა დადეს.
ვიდეორგოლი მოკლემეტრაჟიან ფილმს ჰგავს, რომელსაც მაყურებელი პირველი მსოფლიო ომის სანგრებში გადაჰყავს.


სუპერმარკეტების ქსელის Sainsbury's-ის საშობაო რეკლამა იმ ისტორიებზეა დაფუძნებული, რომელიც 1914 წლის დროინდელმა წერილებმა შემოინახეს. კრეატორებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება რეალისტურად რომ გადმოეცათ, ვიდეორგოლის შექმნის მთელი პროცესის მანძილზე ისტორიკოსებთან თანამშრომლობდნენ.