ორგანიზმის დეტოქსიკაცია თურქი ექიმის, სარაჩალას მეთოდით

ეს მეთოდი წვავს ცხიმებს, აქვეითებს მადას, აქვს შარდმდენი თვისება, ანტივირუსული და ანტისოკოვანი ფუნქცია, აცილებს ზედმეტ კილოგრამებს, ამაგრებს იმუნიტეტს, შლის ქვებს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში, აახალგაზრდავებს კანს.
მკურნალობის ეს კურსი ასევე რეკომენდებულია ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევაში (მათ შორის, C ან B ჰეპატიტის დროს).


დეტოქს-სასმლის მომზადების წესი:

წმინდად დაჭერით (ან დააბლენდერეთ) პატარა კონა ქორფა ოხრახუში, 2 საშუალო ზომის კბილი ნიორი. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონი და იმდენი წყალი, რომ გამოვიდეს 1 ჭიქა სითხე.
სვით მიღებული მასა საუზმის და ვახშმის წინ 3 დღის განმავლობაში. შემდეგ 3 დღე მოამზადეთ სასმელი მხოლოდ ოხრახუშისა და ლიმონისგან, ნიორი აღარ დაუმატოთ.
შემდეგი 3 დღე კვლავ ნივრიანი მიიღეთ.
საერთო ჯამში, 9-დღიანი მკურნალობა გამოდის. შეისვენეთ 2 კვირა და კვლავ გაიარეთ ერთი კურსი.

უკუჩვენება: ქრონიკული გასტრიტი მომატებული მჟავიანობით, რეფლიუქს-ეზოფაგიტი.