მეტრო - ეს არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და სწრაფი ტრანსპორტი. ის თითქოს ცალკე სამყაროა, მისტიკური ქალაქი - ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ერთ დროს, ის ყველაზე ამბიციური პროექტი იყო, რომლის განხორციელების ბევრს არ სჯეროდა. ახლა კი ადამიანები ყოველდღიურად ჩავდივართ მიწისქვეშეთში. ვეშვებით 100 მეტრ სიღრმემდე და ძალიან იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ იქმნებოდა და როგორ მუშაობს მთელი ეს მიწისქვეშა სისტემა. როდესაც მეტროპოლიტენი იკეტება, სწორედ მაშინ იწყება მეტროს ღამის ცხოვრება.
ამჟამად თბილისში 22 მოქმედი მეტროსადგურია, ლიანდაგების საექსპლუატაციო სიგრძე კი 26 კმ-ია. მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას ხარჯავს.
ამჟამად თბილისში 22 მოქმედი მეტროსადგურია, ლიანდაგების საექსპლუატაციო სიგრძე კი 26 კმ-ია. მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას ხარჯავს.