გთავაზობთ "ფორბსის" რუსული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს.
"ფუტურისტული ბიზნეს-ცენტრი და საცხოვრებელი სახლი იაპონელი არქიტექტორის, სინ ტაკამაცუს პროექტის მიხედვით არის აშენებული. არცერთ რუს მილიარდერს მსგავსი სასახლე არ აქვს", - წერს რუსული "ფორბსი".
ოცამდე ფოტოზე, რომელიც გამოცემის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა, საქართველოს ექს-პრემიერის რეზიდენციის, თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობის ნახვაა შესაძლებელი: ხელოვნური ჩანჩქერი, ცნობილი სკულპტორების ქანდაკებები ეზოში, გამჭვირვალე, მბრუნავი რესტორანი არაჩვეულებრივი პანორამით, გიგანტური აკვარიუმი, რომელშიც მრავალფეროვან თევზებთან ერთად ზვიგენი და ორი სკაროსი ბინადრობენ.