"აი, ფოტომასალა და შენ, ლაშა ცანავას, ბრალს გდებ ჩემზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაში!"

ნაცმოძრაობის" აქტივისტებთან დებატებისას გადაცემა "რეაქციაში" ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ ის მზად იყო პირდაპირ ეთერში წარედგინა ფოტომასალა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა დებატებში მონაწილე ლაშა ცანავა, ყოფილი პოლიციელი, ამჟამად სამგორის გამგეობის  თანამშრომელი,  (რომელმაც რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი საკრებულოს წევრზე ია მაკასარაშვილზე და მისი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობდა) როგორ ცემდა 17 წლის ახალგაზრდას. განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე ხანში ფოტომასალა იმ ადამიანმა. გიორგი ჩითარიშვილმა წარმოადგინა, რომელიც ლაშა ცანავას ბრალს დებს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ანგარიშსწორებაში.


"არ ვიცოდი ბატონო ლაშა, აქ თუ იქნებოდით, ხომ ვერ გაიხსენებთ თქვენ 2009 წლის 15 ივნისს სად ბრძანდებოდით?" - ჰკითხა ირაკლი კორძაიამ ლაშა ცანავას, რაზეც ცანავამ უპასუხა: 2009 წლის 15 ივნისს ვიყავი ქალაქის სამმართველოსთან".

"გასაგებია, დიდი მადლობა.  ახლა მოიტანენ ფოტოებს, სადაც ნაჩვენებია როგორ ცემდით 18 წლის ახალგაზრდას, 2009 წლის 15 ივნისს სამმართველოს წინ,რომელიც დღემდე მკურნალობს. 2009 წლის დარბევა შეტანილია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, შეტანილია ადამიანის უფლებთა დაცვის ყველა ანგარიშში, თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, ეხლა მოვა ფოტო, თუ თქვენ გეყოფათ სიმამაცე დარჩით და დარჩებით ბოლომდე, სადაც თქვენ და ოთხი ადამიანი გამეტებით ცემთ 19 წლის გიორგი ჩითარიშვილს, რომელსაც ჩვენ დღემდე ვუვლით და ვმკურნალობთ. ეს ფოტო თუ ფოტომონტაჟია, შეგიძლიათ გვიჩივლოთ. აი ამ ფოტომასალაზე ყველაფერი კარგად ჩანს." -განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ სამგორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ლაშა ცანავა დღეს დაკითხვაზე დაიბარეს. ლაშა ცანავას განცხადებით, საქმე ეხება მოქალაქის ბრალდებას, მის მიერ თავდასხმასთან დაკავშირებით.