საბედნიეროდ დაზარალებულები არ არიან, თვითმფრინავი გადარჩა.ესპანურმა დელეგაციამ მთელი გუნდის შემადგენლობით, სპეციალური გასასვლელით დატოვა მადრიდის აეროპორტი.
როგორც როიტერი იტყობინება, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების თვითმფრინავს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დატოვების შემდეგ შინ ბრუნდებოდა, ელვა დაეცა. ინციდენტი თვითმფრინავის აეროპორტში დაჯდომის დროს მოხდა, რომელიც კურიტიბიდან კანარის კუნძულები გავლით მოფრინავდა. მეხი თვითმფრინავის მარჯვენა ფრთას დაეცა. საბედნიეროდ დაზარალებულები არ არიან, თვითმფრინავი გადარჩა. ესპანურმა დელეგაციამ მთელი გუნდის შემადგენლობით, გვერდი აუარა პრესას, და სპეციალური გასასვლელით დატოვა მადრიდის აეროპორტი.
ვინსენტე დელ ბოსკეს შეგირდები, რომლებმაც მესამე ადგილი დაიკავეს მსფოლიო ჩემიონატის შესარჩევ ტურში, ვერ მოახერხეს გასულიყვნენ მერვედფინალში და დათმეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
ესპანეთის ერვონული ნაკრები 2010 წლის მსოფლიო და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
საინტერესოა ესპანეთში ელვას როგორ შეაფასებენ.