მიხეილ ხარძიანი 2012 წლის იანვარში, საპატიმროში შემდგარი მისა და მამის - ბესიკ ხარძიანის საუბრის ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს.
მიხეილ ხარძიანმა მამის ნათქვამი სიტყვები გაიხსენა, რომელიც ბესიკ ხარზიანმა მას 2012 წლის იანვარში, საპატიმროში, შეხვედრისას უთხრა:
„ვიცი შვილებო თქვენ შემოხვედით ჩემთან სიყვარულისთვის და არა ქონებისთვის, მაგრამ ამას თქვენ ჩემს მეუღლეს ვერ დააჯერებთ. იმიტომ რომ იგი არის შეყვარებული ქონებაზე და არა ბესო ხარძიანზე.“ - აცხადებს მიხეილ ხარძიანი და ითხოვს, რომ თუ ეს საუბარი არქივში შენახულია ამის საზოგადოებისთვის წარდგენა მოხდეს.
„ადამიანი ჯერ კიდევ გაციებული არ იყო, მის სასახლეზე, ხელს ურტყამდა ბესო ხარძიანს თავზე, რომ ბესო ხარძიანის ქონება გადავიდოდა მასზე და უნდა აეყვანა პირადი დაცვა. რატომ მიიჩნევს ეკა ნონიკაშვილილ, რომ მთელი ქონება გადავა მასზე, როცა ბესო ხარძიანს ყავს 4 შვილი სამართალმემკვიდრე, ამის შემდეგ, ბებიაჩემისგან გავიგეთ, რომ ჩვენზე ტყვიები იყო მოშვერილი და განადგურებას დაიწყებდნენ ჩემით და მთელი ქონება გადავიდოდა ეკა ნონიკაშვილზე“- განაცხადა ხარძიანმა.
ამასთან, მიხეილ ხარძიანი მიმართავს ეკა ნონიკაშვილს, გამოვიდეს და საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს, რადგან გია უდესიანი დამნაშავე არ არის ხარძიანის მკვლელობაში და მას ეს ყველაფერი მოუგონეს.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან 28 მარტს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მოკლა.