ნიკა მელიას თავში კვერცხი გაარტყეს - დაპირისპირება გურჯაანში

გურჯაანის გამგეობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარის ბიუროს ოფისში გამგეობის თანამშრომლები ძალით შესვლას ცდილობნენ.
მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში შევიდნენ, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. გამგეობის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები ესროლეს
.

სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გურჯაანის გამგეობაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს.

კონფლიქტი გურჯაანის გამგეობაში დილიდან დაიწყო. ზედამხედველობის სამსახურმა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებს ოფისის დატოვება მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ მათ გამგეობის მიმართ დავალიანება არ ჰქონდათ გადახდილი, რაზეც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა.


ნიკა მელიას თავში კვერცხი გაარტყეს - დაპირისპირება გურჯაანში
Posted by backround.ge on 20 Апрель 2015 г.