პაციენტი საკეისრო კვეთის შემდეგ, 10 დღის განმავლობაში მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
ღუდუშაურის საავადამყოფოში 6 აპრილს ორსული თათია სუარიძე გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტს“ საავადმყოფოს მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსმა, მარინა გელანტიამ განუცხადა, პაციენტი 24 მარტს პრე-ეკლამპსიის დიაგნოზით შეიყვანეს.
მისი ინფორმაციით, ორსულ ქალბატონს 2 დღეში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პაციენტის ახლობლები სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ და ჩვენ ამის უფლება არ მივეცით, ეს ტყულია. მათ ფორმა ასი მოითხოვეს, თარგმნეს და საქართველოს ფარგლებს გარეთ გააგზავნეს, საიდანაც მიიღეს დასტური, რომ ყველაფერი ისე გაკეთდა როგორც უნდა გაკეთებულიყო. უბრალოდ, ჩვენს კლინიკაში ხვდებიან პაციენტები ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობით და მძიმე კონტიგენტი. სავარაუდოდ, ეს ის მძიმე შემთხვევა იყო, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პატარა კარგად გრძნობს თავს, თუმცა ამ გოგონას მდგომარეობა არასტაბილური თერმოდინამიკით და ძლიერი პოლიორგანული უკმარისობით იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერდა“, - განაცხადა გელანტიამ.
არსებული ინფორმაციით, თათია სუარიძეს ორი შვილი დარჩა.