ჰოლივუდში რამდენიმეთვიანი და ხანდახან ერთდღიანი ქორწინებებიც კი ჩვეულებრივი ამბავია. საქართველო ამ მხრივ ყოველთვის გამონაკლისი იყო. ცხადია, ჩვენთანაც ინგრეოდა ვარსკვლავური ოჯახები, მაგრამ ნაკლებად ერთ და ორ თვეში. ბოლო დროს ესეც აღარ გვიკვირს, რადგან ჩვენს რეალობაშიც გაჩნდა ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები.
თიკა და ბექათიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას სიყვარულის ამბავი ზღაპარს ჰგავდა. ყველაფერი კარ-გად იყო, მშობლებს სასიძო და სარძლო ძალიან მოსწონდათ და დაქორწინებაშიც ხელი არაფერმა შეუშალათ.
ალბათ ამიტომ იყო, რომ დიდხანს არავის სჯეროდა მათი დაშორების ამბავი. იმ პერიოდში თიკას რამდენიმე თვის გოგონა ჰყავდა. უფრო მეტიც, დღემდე ბევრს სჯერა, რომ ოდესმე ისევ შერიგდებიან.
ნინი და ირაკლი
ალბათ, ყველაზე მეტი ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის რამდენიმეთვიან ქორწინებაზე დაიწერა, მაგრამ ერი დღემდე ვერ ინელებს სასურველი საპატარძლოს ასე ხანმოკლე გათხოვებას. ნინის ამ ქორწინებიდან პატარა ელენე ჰყავს, მაგრამ მეუღლეს იმდენად სკანდალურად დაშორდა, რომ ამაზე დღემდე ლაპარაკობენ. ნინი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე თვის ფეხმძიმე დაბრუნდა. ბავშვის გაჩენამდე ორიოდ კვირით ადრე კი ყოფილმა ქმარმა ერთ-ერთ ქართულ ჟურნალს სკანდალური ინტერვიუ მისცა და დაშორების მიზეზებზე ილაპარაკა. დღეს წყვილი ცივილიზებულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
თაკო და დათო
თაკო გაჩეჩილაძესა და დათო სალაძეს ხუთი წელი უყვარდათ ერთმანეთი და შემდეგ დაქორწინდნენ. უცნაურია, მაგრამ წყვილის ქორწინებამ რამდენიმე თვეს გასტანა. მოგვიანებით თაკო გულისტკივილით ამბობდა, რომ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მიაქცია პრესამ ყურადღება, არადა, მანამდე ერთ-ერთი მუსიკალური კონკურსი მოიგო და მაშინ დრო ნაკლებად დაუთმეს. დათო ახლა დაოჯახებულია და შვილიც ჰყავს, თაკო კი ჯერჯერობით მეორე ქორწინებისგან თავს იკავებს.
მარიამი და გიორგიყველაზე მშვიდი და არასკანდალური მარიამი რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად მსახიობ გიორგი მახარაძეზე გათხოვდა. ლამაზი ქორწილი გადაიხადეს და მალე გოგონაც შეეძინათ, მაგრამ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. თან, ამ ფაქტს ერთი წელი ისე მალავდნენ, რომ პრესას არ გაუგია.
ამბობენ, მათი ოჯახი გიორგის ღალატს შეეწირა. მას შემდეგ მარიამი გოგონას ზრდის, შეყვარებული აღარ ჰყოლია, ამის შესახებ თავად აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში. გიორგი კი კოლეგა მარიამ ნადირაძეზეა შეყვარებული და თავს ბედნიერად გრძნობს.
ქრისტინე და ლაშაქრისტინე იმედაძემ ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე წლების წინ იქორწინა. საცხოვრებლად უკრაინა არჩიეს, სადაც ლაშა იმ პერიოდში მოღვაწეობდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ძალიან მალე განქორწინებით დასრულდა. მიზეზად ბევრი რამ სახელდებოდა და საკმაოდ სკანდალურიც, მაგრამ მომღერალი ამ თემაზე დღემდე არ ლაპარაკობს. საერთო შვილი, ერთი გოგონა – ტაისია ჰყავთ. ქრისტინე ხშირად ჩნდება შვილთან ერთად, თუმცა როგორ ურთიერთობას ინარჩუნებს ყოფილ ქმართან, უცნობია.
ნინა და თენგონინა წკრიალაშვილი პირველად ადრეულ ასაკში გათხოვდა და ამ ქორწინებიდან უფროსი ვაჟი – სანდრო დადიანი ჰყავს. პოპულარობის მიუხედავად, მეორედ დაოჯახებას არ ჩქარობდა. ამ გადაწყვეტილებამდე 2012 წელს მივიდა და პოლიციის თანამშრომელ თენგო წივწივაძეზე იქორწინა.
მათმა ქორწინებამ რამდენიმე თვეს გასტანა და მამაკაცის ეჭვიანობის გამო წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში თენგო ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ნინა ამ ფაქტს დღემდე ძალიან მძიმედ განიცდის და ხშირად იხსნებს საყვარელ ადამიანს სოციალური ქსელის საშუალებით.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''