ჟიურის ეშინია, სცენიდან გოგონა არ "ისროლონ" - ყველაზე სარისკო ნომერი "ნიჭიერში"

ბრიტანეთში "ნიჭიერის" მორიგი სეზონი იწყება. ტრადიციულად შოუ გამორჩეულ კონკურსანტებსა და ნომრებს ელოდება. ერთ-ერთი ასეთი ნომერი უკვე აჩვენა წყვილმა, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით თავბრუდამხვევი სანახაობა წარმოადგინეს. ჟიურის წევრები ცდილობდნენ თვალები არ დაეხუჭათ და ბოლომდე ენახათ ის, რაც სცენაზე ხდებოდა. ეს ნომერი შეიძლება ითქვას, რომ შოუს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა.