ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და ეიდეც მოძველდა.

ჩემი "მეცნიერება" ადგენს. რომ კაცობრიობა კომუნიზმისაკენ. სოციალიზმისაკენ მიდის.
ჩემზე ჭკვიანები ამტკიცებენ. რომ ვინმეზე ზეგავლენა. ვინმეზე მბრძანებლობა ყოველ ადამიანში ინსტიქტად დევს. ისევე. როგორც თავისუფლება. ეს ორი კი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამას ადამიანები სხვადასხვა დოზით ახორციელებენ. რადგან თავად ეს ინსტიქტიც სხვადასხვა დოზით არსებობს. ისინი.
ვისშიც ბატონობის გრძნობა სუსტია. მის არსებობას ხშირად ვერც გრძნობენ. მაგრამ ვისშიც მეტია. ის აცნობიერებს შემდეგ და ცდილობს ეს სურვილი მაქსიმალკრად დაიკმაყოფილოს. ამიტომ ისინი უფრო ზემოთ მიდიან. საბოლოოდ ვიღაც ათის მბრძანებელია. ვიღაც კი ყველასი.
...მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანებად რჩებიან. და პრეტენზიები და მოთხოვნილებებიც ჩნდება. ეს კი მბძანებლებს პრობლემებს უქმნით. ამიტომ ეს მწვერვალზე მყოფი ადამიანები ცდილობენ გამოიგონონ მექანიზმი. რომელიც სხვა დანარჩენს გააკონტროლებს. ამისათვის შეიქმნა რელიგიაც. პასპორტიზაციაც. ფულიც. ვიდეოკონტროლიც და აიდი ბარათებიც. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და ეიდეც მოძველდა. ამიტომ კიდევ შეიქმნება. მექანიზმი. რომელიც გრძნობებს. ემოციებს გამორიცხავს. ეს კი მოთხოვნილებებს. პრეტენზიებს. ფიქრს და საბოლოოდ სიყვარულსაც კი გამორიცხავს.
ეს მექანიზმი იქნება ნერვულ სისტემაზე დაერთებული " მეხსიერების ბლოკი" (ჩიპი) რომლის მეშვეობითაც ადამიანებს მხოლოდ იმის ცოდნა შეეძლება. რაც უნდა აკეთოს. მეწაღეს მეწაღეობა და მეტალურგს მეტალურგობა. ხოლო საკვებს იმდენს მიიღებს. რამდენსაც გამოიმუშავებს. -უფასოდ. მას აღარ დაჭირდება ფული. მუშაობ? აიღე. არ მუშაობ? ვერ აიღებ. რადგან მოპარვის საშუალება აღარ იარსებებს. ანუ მოკვდები. ეს კი სავარაუდოდ სულაც არ გეწყინება. რადგან შენ მთელი სიცოცხლე გეცოდინება მანამდე. რომ ასე იქნება და ასე უნდა იყოს. ეს არის კაცობრიობის მომავალი. გადარჩენის შემთხვევაში.

Irakli Mamulashvili