პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძის დის, სალომე აბულაძის განცხადებით, მის ძმას ბავშვობაში "გარკვეული ფსიქიკური გადახრები" ჰქონდა. ამის შესახებ სალომე აბულაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომელსაც "ქრონიკა +" აქვეყნებს.
ბრალდებულის დის ინფორმაციით, შალვა აბულაძე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჯერ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა, 2014 წლის ივლისიდან კი ისევ "რადიკალურად შეიცვალა". სალომე აბულაძის განმარტებით, მისი ძმა ოჯახის წევრებზეც ძალადობდა, პირადად მას კი საადვოკატო ბიურო გადაუწვა.
"შალვა 2014 წლის ივლისიდან რადიკალურად შეიცვალა და კვლავ დაიწყო უკანონო ქმედებების ჩადენა, შეიცვალა ჩვენ მიმართაც, კერძოდ, ძალადობდა ოჯახის წევრებზე, რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობა განახორციელა ჩვენი მამის მიმართ. პირველი ასეთი შემთხვევის დროს ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ არ მიგვემართა სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ხოლო როდესაც იგივე მეორედ ჩაიდინა, მე მივიჩნიე, რომ იგი კვლავ საშიში იყო საზოგადოებისათვის.
მივმართე ქ. ბორჯომის პოლიციას და განვაცხადე მისი დანაშაულის შესახებ (ჩემი მშობლები ცხოვრობენ ბორჯომში და შალვაც, ძირითადად, იქ იყო ხოლმე მათთან ერთად). პირობითი მსჯავრის დამთავრების შემდგე მე მასთან აღარ მქონია ურთიერთობა, თუმცა მესმოდა, რომ იგი თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და დაუბრუნდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასაც. ყოველივე ამის გამო მე ვცდილობდი უკვე იმას, რომ შალვა დაეკავებინათ, რადგან მეშინოდა, რომ კიდევ ვინმესთვის არ შეექმნა საფრთხე. ამის გამო ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენდა და მუდმივად მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა თუ ქონების დაზიანებით.
ჩემზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც და ცდილობდა, მუდმივად ვყოლოდი შიშში. ამის გამო მე უკვე ვერიდებოდი და შევიცვალე საცხოვრებელი ადგილიც. შალვამ ჩემზე ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიწვა საადვოკატო ბიურო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში ონიაშვილის 69-ში და დამიზიანა ჩემი კუთვნილი ავტომანქანა. ეს მოხდა 2014 წლის 11 დეკემბერს, რის შესახებაც მივმართე სამართალდამცველ ორგანოებს და დაიწყო კიდეც გამოძიება, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს", - ყვება სალომე აბულაძე ჩვენებაში.
მისივე თქმით,
"შალვა აბულაძე ბავშვობიდან იყო საკმაოდ რთული და პრობლემური პიროვნება, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური გადახრებიც".
"თუმცა, როდესაც ექიმებთან მიჰყავდათ ჩემს მშობლებს, ისინი განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ მკურნალობას არ საჭიროებდა. ექიმების დარწმუნებას იგი ახერხებდა იმით, რომ იყო ძალიან გონიერი და ჭკვიანი ადამიანი, რასაც, სამწუხაროდ, მუდმივად იყენებდა იმისთვის, რომ სხვისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც ზიანი მიეყენებინა", - განმარტავს ჩვენებაში ბრალდებულის და.