რამდენიმე ათეული წლის წინათ, როცა ბიოენერგოთერაპია საზოგადოებისთვის უცხო ხილი იყო, ჯუნა დავითაშვილი ხალხს თავისი ნიჭით ანცვიფრებდა, ხელისგულებიდან გამომავალი ბიოდენებით კურნავდა. მერე, მისი ნიჭით მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები დაინტერესდნენ და ჯუნა მოსკოვში წაიყვანეს, სადაც მისი კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა. ამჟამად, ინდივიდუალური უკონტაქტო მასაჟები საჭირო აღარ არის. ჯუნამ თავისი ნიჭის მოდერნიზაცია მოახდინა, რუსეთის წამყვანი მეცნიერების დახმარებით შექმნა აპარატურა, რომელიც კურნებისთვის საჭირო ბიოდენებს ასხივებს და ამ აპარატურით, მრავალ განუკურნებელ სენს, მათ შორის, შიდსსა და სიმსივნეებს წარმატებით ებრძვის. მსოფლიოში აღიარებული მკურნალი თავისი მიღწევების დანერგვას საქართველოშიც აპირებს და ამის თაობაზე „ასავალ-დასავალს" მოსკოვიდან ექსკლუზიურად ესაუბრება:
- მომავალი წლის გაზაფხულზე, 8 მარტისთვის ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას. ჩემი ნახატების (ჯუნა საკმაოდ ნიჭიერი მხატვარი ბრძანდება) პერსონალური გამოფენა უნდა მოვაწყო ქართველი მეგობრების დახმარებით. სამწუხაროდ, მანამდე ძალიან დაკავებული ვარ. უმძიმესი, ავთვისებიანი სიმსივნით ავადმყოფი პაციენტები მყავს და მათი უმეთვალყურეოდ მიტოვება მიჭირს.
- მხოლოდ სიმსივნით დაავადებულებს მკურნალობთ?
- სხვა ავადმყოფებიც მრავლად მაკითხავენ. პარკინსონით სნეული ასობით პაციენტი მომირჩენია. გაფანტული სკლეროზით, ასევე ინსულტით სნეულებსაც მე ვეგულები იმედად. ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი მოდერნიზებული აპარატურის და ხელსაწყოების აპრობაცია მიმდინარეობს. ჩემს მიერ დაპატენტებული ბიოენერგოკორექტორი აწესრიგებს და აძლიერებს იმუნიტეტს, რის შედეგადაც ორგანიზმი ეფექტურად ებრძვის ონკოუჯრედებს. მე შევქმენი „ონკონემსი", რომელსაც დიდი წარმატებით იყენებენ ინგლისში, ამერიკაში, საფრანგეთსა და ისრაელში: მოსკოვის ბურდენკოს სახელობის კლინიკაში ამ ხელსაწყოს „გამა-დანას" უწოდებენ. მოგეხსენებათ, ბურდენკოს ინსტიტუტში თავის ტვინის პრობლემებზე მუშაობენ, ხოლო ჩემი „გამა-დანით" ახერხებენ ტვინის სიმსივნეების ლიკვიდაციას. ეს არის უნიკალური ნემსი, რომელიც ადამიანს კიბოსგან კურნავს!
- რა მექანიზმს ემყარება კიბოს მკურნალობისა და პროფილაქტიკის თქვენეული პრინციპი?
- ეს პრინციპი ქრომოსომების გააქტიურებაზე, გენომის ოპტიმიზაციაზეა დაფუძნებული. მთავარია, შევძლოთ ღვიძლის ბიოლოგიური ტემპერატურის გაზრდა. შესაბამისად ხურდება სისხლი, რომელიც წმენდს ორგანიზმს. ჩემი ნემსები ახდენენ სიმსივნის კერების აღმოჩენას და მათზე ლოკალურ ზემოქმედებას. ონკოუჯრედები „ჩაიხარშება", ხდება ცილების დენატურაცია და ეს უჯრედები კარგავენ თავის ბოროტ თვისებებს, გავრცელების უნარს... თუ ამ მეთოდს პროფილაქტიკური მიზნებით გამოვიყენებთ, ონკოდაავადებების რისკი მინიმუმამდე შემცირდება და, შესაბამისად, იმატებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამიტომ ჩემს ნემსებს „სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ნემსებად" მოიხსენიებენ.
იმისთვის, რომ ეს ნემსები ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოვიყენოთ, სულაც არ არის საჭირო ტრეპანაცია (თავის ქალის ოპერაციული გახსნა). საჭიროა მხოლოდ სიმსივნის ადგილმდებარეობის ცოდნა. ნემსი შეჰყავთ ლოკალიზაციის ადგილზე და ის სიმსივნეს „ხარშავს!" შედეგები მართლაც თვალსაჩინოა.
ტვინის სიმსივნეთა მკურნალობის გარდა, ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება უროლოგიაშიც, ასევე, პროსტატიტის სიმსივნეების მკურნალობისას. სიმსივნის სხვადასხვა სტადიაში მყოფი პაციენტები ერთმანეთის მიყოლებით იკურნებიან. იყო შემთხვევა, როცა მე-4 სტადიაში მყოფი ქალბატონი ქირურგებმა გაჭრეს, დაინახეს, რომ მეტასტაზები ყველგან იყო მოდებული და ჭრილობა ხელუხლებლად დახურეს. ის სასიკვდილოდ იყო განწირული, თუმცა, მე დავიწყე მისი მკურნალობა და წარმატებით დავასრულე!
- ქართველი პაციენტები ოდესმე მოახერხებენ თქვენი მეთოდით მკურნალობას? ხომ არ აპირებთ, საქართველოშიც დანერგოთ ეს მეთოდი?
- ვაპირებ! საქართველოში მე მეგულება ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვანდობ ყველა ჩემი მიღწევის დანერგვას და განხორციელებას. იგი ჩემი დიდი ხნის ერთგული მეგობარი, მოწაფე და ამჟამად უკვე პარტნიორი, ჩემს მიერ დაარსებული „ალტერნატიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის" აკადემიკოსი, ექიმ-ფსიქოთერაპევტი და ფსიქოანალიტიკოსი გია სულაქველიძეა. ახლახან გადავუგზავნე წესდება, რის საფუძველზეც გიამ უნდა დააფუძნოს აკადემიის კავკასიის ფილიალი, რომელსაც თავადვე ჩაუდგება სათავეში. როგორც კი ეს საშვილიშვილო საქმე დაგვირგვინდება, უკვე საქართველოშიც გახდება შესაძლებელი ჩემეული მეთოდით სიმსივნეების და სხვა რიგი ავადმყოფობების წარმატებით მკურნალობა. იმედია, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მეცენატებიც გამოჩნდებიან და საკითხს ბიზნესის კუთხიდან შეაფასებენ.
- მაგრამ მკურნალობას სათანადო გამოცდილება და აპარატურის ცოდნა დასჭირდება... სად უნდა გაიარონ სტაჟირება ქართველმა ექიმებმა?
- მე მზად ვარ, პირადად მოვამზადო ექიმების ჯგუფი. გია სულაქველიძეს უკვე ვთხოვე, შეარჩიოს ღირსეული კანდიდატები და სტაჟირების გასავლელად გამომიგზავნოს!
- ვიცით, რომ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებსაც ხართ შეჭიდებული, როგორიც ბავშვთა ლეიკემიაა. რა წარმატებები გაქვთ ამ მხრივ?
- მინდა, „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ვუთხრა საზოგადოებას, რომ ლეიკემია განკურნებადია! ამ ბოროტ სენსაც ღვიძლის ბიოლოგიური ტემპერატურის აწევის მეთოდით ვმკურნალობ, როგორც სხვა სიმსივნეებს, მაგრამ მე ერთი ვარ და სხვადასხვა სენით დაავადებულ 100 პაციენტსაც ვერ გავწვდები ერთდროულად. მხოლოდ ის შემიძლია, ამ მიზნით ექიმების ჯგუფები მოვამზადო, მკურნალობის მეთოდი და აპარატურა ავათვისებინო. მერე ისინი საქმეს თავად მიხედავენ. ასევე მზად ვარ, გია სულაქველიძეს უსასყიდლოდ გადავცე ჩემი აპარატურის პატენტი, რათა მისი წარმოება საქართველოშიც დაინერგოს. მე საქართველო განსაკუთრებით მიყვარს, რადგან იქ აღვიზარდე, ქართველების რძალი გახლდით და ქართველებისგან დიდი სითბო დღემდე მახსოვს. ხომ ხედავთ, დღემდე ქართულ გვარს ვატარებ!
- სააკაშვილის რეჟიმს რომ არ სწყალობდით, ეს ვიცით. ბიძინა ივანიშვილზე რა აზრის ხართ?
- ბიძინა ივანიშვილი სწორად მოიქცა, როცა არასამთავრობო სექტორში გადავიდა. ზოგჯერ არასამთავრობო სექტორიდან უფრო მეტის გაკეთება შეიძლება ხალხისთვის, თუ შენი ქვეყანა ნამდვილად გიყვარს. მე კარგი პირადი, ადამიანური ურთიერთობები მაქვს ბიძინა ივანიშვილთან და პატივს ვცემ მას.
- თქვენ წინასწარმეტყველების ნიჭითაც ხართ დაჯილდოებული. საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ? რა ელის ქართველ ხალხს?
- ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს მომავალი კვლავ რუსეთს დაუკავშირდება და ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, ნამდვილად მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდება. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება! აი, ეს არის ჩემი წინასწარმეტყველება!
ესაუბრა ზაზა დავითაია
გაზეთი „ასავალ-დასავალი"