ქეთი დოლიძე ნანუკა ჟორჟოლიანზე გაბრაზებულია - ''უნამუსო, უსინდისო, ანტიჟურნალისტია''...

რეჟისორი ქეთი დოლიძე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ირაკლი ალასანიას სტუმრობას სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით ეხმაურება:

''ირაკლი ალასანია ცდილობს ფრთხილად უპასუხოს ნანუკა ჟორჟოლიანს... საერთოდ ნანუკა ჟორჟოლიანთან რომ მივიდა, ეს (ჩემი აზრით) ძალიან ცუდია, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანი არის უნამუსო, უსინდისო, ანტიჟურნალისტი... მას არცერთ ქვეყანაში ხელს არ ჩამოართმევდნენ!



ეკა ბესელიას და სხვებს როგორ ელაპარაკებოდითო? აი, ჟორჟოლიანს რომ "აპრავებენ" და ელაპარაკებიან, ანგარიშს უწევენ, ამიტომაა ეს ქვეყანა გასაწმენდი!

მაინც და მაინც სტუმრად რომ ვარ, იქ რთავენ ამ უზნეო არხს... რომ ვეკითხები, რატომ, რომ კარგად ვაგინოთ და გული მოვიფხანოთო! ირაკლი კოდუაზე არაფერი ჰკითხა, ნეტა, კადრს მიღმა? საუბრის დასასრული.'' - წერს დოლიძე.

სალომე დადიანი