ქართველი მორაგბის დაჩი კოპაძის ინტერვიუ საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. კოპაძე ქართველმა ხალხმა სიმღერით გაიცნო. ის პროექტ "ორ ვარსკვლავში" იღებდა მონაწილეობას. "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაჩი კოპაძემ ქართულ ტრადიციებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ პრინციპული და მკაცრი მამაკაცია. ჟურნალისტის კითხვაზე, რაში გამოიხატება მისი სიმკაცრე, კოპაძემ შემდეგი პასუხი გასცა: "ვფიქრობ, ჩემი მეორე ნახევარი არასოდეს გამიბედავს მოკლე კაბის ჩაცმას, როგორც არ უნდა უხდებოდეს, თუმცა ქალი ყველაფერში არ უნდა შეზღუდო, გარკვეული თავისუფლება უნდა მისცე" [მეტი].
მის გამონათქვამზე საზოგადოების მძაფრი გამოხმაურებების შემდეგ, ნანობს თუ არა საკუთარ ნათქვამს, ამის გასარკვევად დაჩის დავუკავშირდით.
- რა თქმა უნდა, ეგრე არ ვფიქრობ. მე სხვანაირად ვთქვი და სხვანაირად გაიგეს. მე ვულგარულად ჩაცმული მოკლე კაბა ვიგულისხმე და არა უბრალოდ მოკლე კაბა. ისე დაწერეს სათაური, როგორც აწყობდათ, სკანდალურად.
- და, თქვენთვის რა განსხვავებაა ვულგარულად ჩაცმულ და უბრალოდ, მოკლე კაბას შორის?
- როცა გოგოს "ნაშურად" აცვია, ეგ არ მომწონს, თორემ მოკლე კაბის წინააღმდეგი არ ვარ.
- როგორ ჩაცმას უწოდებთ "ნაშურს"?
- არ მინდა ინტერვიუ მოგცეთ, რადგან აღარ ვენდობი ჟურნალისტებს. საერთოდ არაფერი დაწეროთ ამ თემაზე.